"ორივეს თმებში ჩაავლო ხელი და გაათრია"- ცოლსა და სიდედრზე ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
სამართალი - 16:00, 31 Jan, 2018     1961
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლისა და მეუღლის დედის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის და მუქარისთვის ბრალდებული ვ.შ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს:

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 3 დეკემბერს ვ.შ-მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.ჩ-ს და ამ უკანასკნელის დედას დ.ბ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც მ.ჩ-ს ხელი ჰკრა და იატაკზე წააქცია. წაქცევის შედეგად მ.ჩ-მ თავი დაარტყა და ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა. ასევე ვ.შ-მ ხელი ჰკრა დ.ბ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა თავი ჩამოარტყა მაგიდას. აღნიშნულის შემდეგ ვ.შ-მ ორივეს თმებში ჩაავლო ხელი და გვერდით ოთახში გაათრია, შემდეგ კი დანის გამოყენებით დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ვ.შ.-ს ქმედებით მ.ჩ-მ და დ.ბ-მ ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადეს და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ.

სამართალდამცველებმა ვ.შ. 2017 წლის 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრების მიმართ) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.შ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42