რიგითმა, რომელიც მუჟავაში, რუსიასთან ერთად მსახურობდა, აღნიშნა, რომ კადრებში მოცემული მოქმედებები ხუმრობა იყო.
„ვიდეო მასალა ყველაფერი იყო ხუმრობა. არაფერ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი,“ - განაცხადა ერთ-ერთმა წვევამდელმა დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ.
გარდაცვლილი წვევამდელის ოჯახის ადვოკატი როლანდ შონია ამბობს, რომ მოწმეებზე ზეწოლა ხორციელდება.
მისი თქმით, პროკურატურაში მისვლამდე წვევამდელები რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციაში იმყოფებოდნენ და საგამოძიებო უწყებაში ჯარისკაცები პოლიციის მანქანით მივიდნენ.
„პოლიციაში არანაირი საქმე არ ჰქონდა პროკურატურის გამოძიებაში არსებულ საქმეზე დასაკითხ მოწმეებს. პოლიციის მიერ მათი მოყვანა კანონსაწინააღმდეგოა, არანაირ პროცესუალურ ნორმებში არ ჯდება. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ მათზე ხორციელდება ზეწოლა სასურველი შედეგების მისაღწევად,“ - აცხადებს რუსიებისოჯახის ადვოკატი როლანდ შონია.
რუსიები პროკურატურას რეალური დამნაშავის მფარველობაში ადანაშაულებენ.
მასალის გამოყენების პირობები






