სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში ის აპირი დაკითხეს, რომელიც შსს-ს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტში ბექა რუსიასთან ერთად მსახურობდა.
თამაზ ჟღენტის დაკითხვას, გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი ითხოვდა.
თუმცა დაკითხვის შემდეგ, რუსიების ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, რომ მოწმეზე ზეწოლა განხორციელდა.
როლანდ შონია ამბობს, რომ ჟღენტის ნათესავებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ ბიჭი პოლიციამ წაიყვანა და მიმდინარეობდა მასზე ზეწოლა.
"მას შემდეგ, რაც დაზარალებული დაუკავშირდა გამომძიებელს, ხმაურის შემდეგ, დაარეკინეს მოწმეს დაზარალებულისთვის, რომ ის გათავისუფლებული იყო, თუმცა შემდეგ გაითიშა ეს ტელეფონები და რამდენიმე საათს გრძელდებოდა მისი დაკითხვა პროკურატურაში ისე, რომ კავშირი ვერ ხერხდებოდა მოწმესთან, შემდეგ გამოირთო მისი ნათესავების ტელეფონიც," - ყვება რუსიების ოჯახის ადვოკატი როლანდ შონია.
თავად ჟღენტს, საგამოძიებო ორგანოსთან შეკრებულ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეტბია.
გუშინ ბექა რუსიას ოჯახში გამომძიებელებიც იმყოფებოდნან. ოჯახი იმ ვიდეო მასალის შესახებ დაკითხეს, რომელიც მოკლული ჯარისკაცის ტელეფონში იპოვეს.
მასალის გამოყენების პირობები






