რუსთავის მერი აღნიშნავს, რომ ის ბაზრობაზე იმ დღეს ნამდვილად იმყოფებოდა.
როგორც მერი განმარტავს, მერიის ცხელ ხაზზე სხვადასხვა ტიპის ზარები შედის და შესაბამისად რეაგირების მიზნით მას ხშირად უწევს ხოლმე შესაბამის ლოკაციებზე გასვლა.
„რუსთავის მერიაში მუშაობს ცხელი და ძალიან ხშირად გვიწევს ადგილებზე გასვლა, რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევა მოხდა და ადგილზე ვიმყოფებოდი," - განაცხადა "ნიუპოსტთან" ირაკლი ტაბაღუამ.
რუსთავის მერი ზურაბ ჭანტურიას გათავისუფლების საკითხსაც გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ზურაბ ჭანტურიას ხელშეკრულების ვადა ამოეწურა. გიორგი ჭანტურიამ კი თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
გიორგი ჭანტურიას ადვოკატი რუსთავის მერის დაკითხვას ითხოვს. ადვოკატი ინტერესდება რატომ იმყოფებოდა ის მკვლელობიდან ნახევარ საათში შემთხვევის ადგილას, ე.წ. სტამბოლის ბაზარში.
მასალის გამოყენების პირობები






