სასამართლომ ადევნებაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო
სამართალი - 15:46, 29 Jan, 2018     1711
სასამართლომ ადევნებაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო.

"ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადევნებაში ბრალდებული ვ.ჭ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151′-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ვ.ჭ. სოციალური ქსელისა და სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, ს.შ.-ს შესახებ ავრცელებდა შეურაცხმყოფელ ინფორმაციას. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებული მუდმივად განიცდიდა შეურაცხყოფას, დამცირებას და შანტაჟს, რაც იწვევდა მის ტანჯვას და მუდმივი თვალთვალის გამო ვერ ახერხებდა თავისუფლად გადაადგილებას.

2017 წლის 4 მაისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, დანაშაულად გამოცხადდა ადევნება. კერძოდ, დასჯადი გახდა პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულის ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით საქმეში ჩართული იყო მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, რომელმაც დაზარალებულის მორალური მხარდაჭერა უზრუნველყო და მისი საგამოძიებო და საპროცესო პროცედურების შესახებ დროული ინფორმირება მოახდინა.

ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ ვ.ჭ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა პირობითი მსჯავრი ორი წლის ვადით. ასევე, მსჯავრდებულს დაეკისრა მოვალეობა, უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით არ დაამყაროს რაიმე ფორმით ურთიერთობა დაზარალებულთან და მისი ოჯახის წევრებთან, თავი აარიდოს მათთან შეხვედრას ნებისმიერ ადგილას, არ მოინახულოს აღნიშნული პირების საცხოვრებელი, სასწავლო და სამუშაო ადგილები, თავი შეიკავოს უშუალო და ტექნიკური საშუალებებით მათ შესახებ რაიმე ინფორმაციის გავრცელებისგან და მათი სახელების გამოყენებით რაიმე ინფორმაციის გავრცელებისგან.

აღსანიშნავია, რომ ადევნების კრიმინალიზაციის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით 12 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, საიდანაც 6 საქმე გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა"- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42