ხმაური რობაქიძის სასამართლოზე - ია მეტრეველმა და სოსო რობაქიძებ ბრალდების მოწმეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
სამართალი - 14:05, 29 Jan, 2018     5408

ხმაური და დაპირისპირება ბუტა რობაქიძის სასამართლო პროცესზე - საქმეზე დღეს პროკურატურის კიდევ ერთი მოწმე გიორგი კუპტაძე დაიკითხა. შს მოქმედმა თანამშრომელმა სასამართლოს წინაშე თქვა, რომ შემთხვევის ადგილზე გამოძახებისთანავე მივიდა და დაინახა ცეცხლსასროლი იარაღები, რომელიც დაკავებულთა კუთვნილი ავტომობილიდან ამოიღეს.

ბრალდების მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ადგილზე მისულს, კოლეგებმა უთხრეს რომ მოხდა ორმხრივი სროლა და დაკავებული იყო შეიარაღებული ჯგუფი.

ბრალდების მოწმის ამ განცხადებას დარბაზში მყოფი ია მეტრეველისა და სოსო რობაქიძის გაღიზიანება მოჰყვა.

რობაქიძემ კუპატაძეს მატყუარა უწოდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მეტრებელმა კი ზონდერი პოლიციელი უწოდა.

პოლიციის ყოფილი უფროსი, ზურაბ მიქაძე "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ კუპატაძემ ეს ინფორმაცია გაიგო, სანამ შემთხვევის ადგილზე, მიქაძე, დონაძე და ფირცხალავა მივიდოდნენ, რომლებიც ამ საქმეზე დღეს ბრალდებულები არიან.

"მოწმემ გურამ დონაძის შეკითხვაზე - შემთხვევის ადგილზე რაიმე სახის სცენა ხომ არ დადგმულა, ხომ არ მომხდარა იარაღების ამოღების ხელმეორე გადაღება, ან ხომ არ მიუღია, მოუსმენია უკანონო დავალება ჩემი მხიდან მან ღიად თქვა, რომ ასეთი რამ არ გაუგია და არც პირადად მიუღია. სწორედ ამან გამოიწვია ქალბატონი იას და ბატონი სოსოს გაღიზიანება, მათ პროკურატურის მოწმეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს"- აღნიშნა მიქაძემ.

ცნობისთვის, კუპატაძე არ არის პროკურატურის ერთადერთი მოწმე, რომელიც ამბობს, რომ შემთხვავის ადგილზე იარაღები სამართალდამცავებს არ მიუტანიათ.

გასულ კვირას დაიკითხა პოლიციის მოქმედი თანამშრომელი გიორგი კოპალეიშვილი. მან სასამართლოს წინაშე თქვა, რომ შემთხვევის ადგილზე ხელახალი გადაღება არ მომხდარა.

მისივე თქმით, იარაღი რომელიც კადრებში ჩანს, დაკავებულთა ავტომობილიდან ამოიღეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42