საქმის მასალების თანახმად, ირაკლი მერკვილაძემ 22 წლის ვიოლეტა მარტინოვას საკეისრო კვეთა 2013 წლის 7 იანვარს ჩაუტარა, კლინიკიდან გაწერის შემდეგ კი ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა. დაღუპულის ოჯახი ექიმს უყურადღებობაში ადანაშაულებდა და მის დაპატიმრებას მოითხოვდა.
გარდაცვლილის დედა მორალური ზიანის ანაზღარურებას ითხოვს, რომელიც ვიოლეტა მარტინოვას 5 წლის შვილს გადაეცემა.
"შვილს ვერავინ გამიცოცხლებს, ირაკლი მერკვილაძე ამბობს, რომ თითქოს ქრთამი მინდოდა. ჩემი მიზანი კი სიმართლის დადგენა იყო. ჩემი შვილის სიცოცხლე სწორედ ამ ექიმმა შეიწირა"- აღნიშნა ალა მატიონოვამ.
გარდაცვლილი პაციენტის დედის თქმით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვტილების შემდეგ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს იღებს.
"ყველა შეტყობინებას შევინახავ და სასამართლოში ვუჩივლებ. 5 წლის შვილიშვილსაც კი შეეხნენ. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაბრაზიდან დაცვის გარეშე ვერ გამოვედი", -ამბობს დაღუპულის დედა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საპელაციოში გასაჩივრებას გეგმავს დაკავებული ექიმის ადვოკატი.
ირაკლი მერკვილაძის მეუღლე, რომელიც ამავე კლინიკის მეან-გინეკოლოგია, მოსამართლეზე კონკურენტების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.
"ვიოლეტა მატინოვამ კლინიკას სახლში გაწერიდან რამდენიმე დღეში მომართა, რადგან ჯამრთელობის მდგომარობა არასწორი მოვლის შედეგად გაურთულდა" - აცხადებს ეკა ჩინჩალაძე, რომელიც ირწუნება, რომ "მატინოვა პალატიდან თვითნებურად გაიპარა".
ეორე სამშობიარო საავადმყოფოს მთავარექიმს, ირაკლი მერკვილაძის დაკავებას აპროტესტებენ კლინიკის თანამშრომლებიც, რომლებიც სპეციალური წერილობითი მიმართვის შემუშავებას გეგმავენ.
მათი თქმით, აღნიშნული საქმით საქართველოს მთავრობის პირველი პირები უნდა დაინტერესდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






