„იარაღი არავის მიუტანია, დაკავებულებს ვაზნები და ხელყუმბარა ამოუღეს“ - რობაქიძის საქმის ახალი მოწმის ჩვენებამ შესაძლოა ვითარება შეცვალოს
სამართალი - 15:33, 26 Jan, 2018     4507
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებაზე სასამართლო სხდომები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

გამოძიება არჩილ კბილაშვილის მთავრი პროკურორობის პერიოდში დაიწყო და სასამართლოში უკვე 4 წელია იხილება.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ კბილაშვბილმა საქმე „შეკერა“, ამიტომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სხდომიდან-სხდომამდე საპნის ბუშტივით სკდება.

მეტიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი „ნიუპოსტთან“ აცხაებს, რომ შოთაძის უწყებაში საქმის მოწმეებს იბარებენ და მათთვის სასურველი ჩვენების მიცემას აიძულებენ.

თუმცა გურამ დონაძე აღნიშნავს, მოწმეებს შორის არიან ღირსეული ადამიანები, რომლებიც პოლიციის მუნდირს იცავენ და დირექტივებს არ ემორჩილებიან.

დონაძემ დღეს პროკურატურის მოწმეს, შს სამინსიტროს მოქმედ თანამშრომელს, - გიორგი კოპალეიშვილს მადლობაც კი გადაუხადა.

„დღეს, ბრალდების მოწმე - გიორგი კოპალეიშვილი დაიკითხა, რომელიც დღესაც შს მოქმედი თანამშრომელია, მას ეყო პოლიციის ღირსება და თქვა სრული სიმართლე იმის შესახებ, რაც მას შემთხვევის ადგილზე დახვდა.

გიორგი კოპალეიშვილმა გაიხსენა, რომ რაციაზე გაიგო, როგორ ითხოვდა საპატრულო პოლიცია დახმარებას, რომ ეკიპაჟები შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ უნდა მისულიყვნენ, რადგან მათი იქ ყოფნა გადაუდებელი იყო. გაიგო ასევე, რომ ბაშალეიშვილის ეკიპაჟი სასწრაფო დახმარების მისვლას ითხოვდა. თქვა, რომ იმ ღამით, თვთონაც დიდუბს ტერტორიაზე მოძრაობდა და შემთხვევის ადგილზე მივიდა, რადგან დახმარება გადმოიცა.

ამ უკანასკნელმა დღეს სასამართლოს წინაშე თქვა, რომ შემთხვევის ადგილზე ერთი ავტომატი და ერთი ბარაბნიანი პისტოლეტი დაინახა. ამბობს, რომ ნახა ნახევრად ცოცხალი ადანმიანი, რომელიც იყო დაჭრილი და დაიწყო იმ მოქალაქეების ცხელ კვალზე ადგილიდან განრიდება, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. მან ოცმეთაურისგან მიიღო ბრძანება, რომ პერიმეტრი უნდა დაეცვა და შემთხვევის ადგილზე უცხო პირები არ უნდა ყოფილიყვნენ.

მისვე ჩვენების მიხედვით, კოპალეიშვილი 10-15 მრეტრის რადიუსზე იცავდა იმ ადგილს, სადაც რობაქიძე იყო დაჭრილი.

მოწმემ დღეს მოსამართლეს უთხრა, რომ 40-45 წუთის შემდეგ, როცა ის კვლავ მობრუნდა შემთხვავის ადგილზე, მას დაჭრილი პირი უკვე გარდაცვლილი დახვდა და საბარგულზე დამატებით, ერთი ავტომატი დაინახა, რაზეც, კოპალეიშვილის თქმით, განცდა დარჩა, რომ ეს ავტომატიც იგივე ავტომობილიდან იყო ამოღებული. გარდა ამისა, მანვე თქვა, რომ გურამ დონაძე მოგვიანებით შენიშნა. დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე ზურაბ მიქაძეზეც იყო.

ჩემს კონკრეტულ კითხვაზე - რაიმე სცენა ხომ არ დაიდგა, ან ხომ არ გამიცია რაიმე ბრძანება ამ მიმართულებით, მან აღნიშნა, რომ - არა. ასევე ჩემი კითხვის საპასუხოდ, მოწმემ დაასახელა ოპერატორი ვასაძე და აღნიშნა, რომ ის განუწყვეტლივ მასალას იღებდა და მეორე გადაღება არ მომხდარა.

კოპალეიშვილი ამბობს, რომ ბაშალეიშვილის გარდა, რომელსაც ტყვია გაუვარდა, სხვა გასროლის ხმა არ ყოფილა. ადამიანი ამბობს, ჩხრეკას დავესწარი და ვნახე, ვაზნები და ხელყუმბარები ჯიბეებიდან როგორ ამოუღო პოლიციამ დაკავებულებსო. მან კადრებში ამოიცნო საკუთარი თავი, და ჩართულ ფირზე პირდაპირ უთხრა მოსამართლეს: დიახ, ეს ის ვითარებაა, რაც პირადად დავინახეო. მან ამოიცნო ის ადამიანები, ვინც იარაღებს წინ და უკან დაატარებდა და რომლებიც, დღეს კი აცხადებს, რომ თურმე იარაღები თვალით არ უნახავთ.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ პროკურატურა, სასამართლომდე მოწმეებს უწყებაში იბარებს, ეს არაერთმა მოწმემ აღიარა, ზოგს წამოცდა კიდეც. როგორც ჩანს გიორგი კოპალეიშვილზე ზეწოლა ვერ მოახდინეს. მადლობა მას, რომ პოლიციის ღირსება დაიცვა და თქვა სიმართლე“- განაცხადა „ნიუპოსტთან“ გურამ დონაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42