„მაღალჩინოსნების ჩანაწერებზე საუბარი არ არის“ - „ოცნების“ ყოფილ აქტივისტს ბრალს დღეს წაუყენებენ
სამართალი - 11:23, 26 Jan, 2018     1457
„ქართული ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერი გოგიტა დალაქიშვილი დუმილის უფლებას იყენებს. როგორც ირმა ჭკადუა ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ.

ამასთან, ადვოკატი არ ადასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დალაქიშვილის საცხოვრებელი ბინიდან აუდიო ფაილებია ამოღებული, რომელშიც მმართველი პოლიტიკური პარტიის მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.

ადვოკატისთვის არც ის ოპერატიული მასალა გადაუციათ, რომელიც შს სამინისტრომ გუშინ გაავრცელა.

„გოგიტა დალაქიშვილის სახლის ჩხრეკის შედეგად არ არის ამოღებული საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება, არ არის საუბარი მაღალჩინოსნების ჩანაწერებზე,“ - განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.

გოგიტა დალაქიშვილს ბრალს დღეს წაუყებენ.

შსს-ს ინფორმაციით, დალაქიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-158-ე მუხლით წარედგინა.

როგორც ცნობილია, გოგა დალაქიშვილი 2 დღის წინ დააკავეს.

ცნობისთვის, დალაქიშვილმა რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალის აქტიური მხარდამჭერი იყო, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ სკანდალური განცხადება რამდენიმე თვის წინ გააკეთა.


მაშინ ის ირწმუნებოდა, რომ ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი მას თანაგუნდელების წინააღმდეგ პროვოკაციებისა და საპროტესტო აქციების მოწყობას ავალებდა.

სატელევიზიო არქივი ინახავს გოგიტა დალაქიშვილის ინტერვიუს, სადაც ეს უკანსკნელი დეტალურად ყვებოდა, რომ ის შსს-ში 2013 წელს დაიბარეს და სასჯელაღსრულების მაშინდელი მინისტრის, სოზარ სუბარის, ყოფილი პროკურორის, არჩილ კბილაშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ პროვოკაციებისა და აქციების მოწყობა მოსთხოვეს, სანაცვლოდ კი სოლიდურ თანხას დაჰპირდნენ.

ის ირწმუნებოდა, რომ დამკვეთი ფულს მას შემდეგ იხდიდა, რაც უწყებებში ირაკლი ღარიბაშვილის გავლენა გაიზრდებოდა და სამინისტროები ე.წ. კახური კლანის კადრებით დაკომპლექტდებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42