ალდამოვი, რომელიც ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებდა, ადვოკატთან, მარიამ კუბლაშვილთან დღეს პირველად ალაპარაკდა.
"დღეს შევხვდი რუსლან ალდამოვს, რომელიც ამბობს, რომ ჩემი მოკვლა უნდოდათ, თემირლანი შეეშალათო"- უთხრა "ნიუპოსტს" კუბლაშვილმა.
კითხვაზე, რას ეყრდნობა ბრალდებული ამ ვარაუდის გამოთქმისას უფლებადამცველი ამბობს, რომ ალდამოვის თქმით, "სპეცრაზმმა როცა თავზე ჩამოფარებული ნაჭერი ახადა თქვა, რომ შენ ცოცხალი არ უნდა იყოო".
როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მას დღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იხსენებს, მას შემდეგ, რაც ჩემი სახე დაინახეს, ეგრევე მკითხეს შენ რა გქვიაო?, ამის შემდეგ რამდენიმე სამართალდამცვი მოვიდა და ვინაობა კიდევ ერთხელ მკითხესო. სპეცოპერაციით დამაკავეთ და არ იცოდით ვის აკავებდითო? - ამიტომ ეჭვობს, რუსლანი რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა. ასევე, ალდამოვი თბილისში მის დაკითხვასაც იხსენებს, და ამბობს, რომ პირდაპირ უთხრეს - შენ ცოცხალი არ უნდა ყოფილიყავიო"- აღნიშნა ნიუპოსტთან კუბლაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






