„მაჩალიკაშვილისთვის ახლო მანძილიდან არ უსვრიათ, ტყვიაზე არც სისხლი აღმოჩნდა და არც დნმ-ის კვალი“ - ადვოკატი
სამართალი - 13:52, 25 Jan, 2018     4039

პროკურატურის მიერ ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ახლო მანძილიდან არ უსვრიათ. დასკვნას მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი გაეცნო. კუბლაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ტყვიაზე, რომელიც მაჩალიკაშვილს მოხვდა, სისხლის კვალის გარდა, ვერც გარდაცვლილის დნმ-ის კვალი დააფიქსირა, ამის მიზეზად კი დასახელდა ის, რომ „ტყვიის ფრაგმენტი საკმარისი ზომისა რ იყო“.

„ტყვიაზე არც დნმ-ი აღმოჩნდა, ანუ არც სისხლია და არც დნმ-ი. კედლიდან ამოიღეს ტყვიის 5 ფრაგმენტი. ამ ფრაგმენტებიდან ერთზე, ექსპერტს ეწერა, რომ საკმარისია მისი მოცულობა, რათა ჩატარდეს ექსპერტიზა და მასზე გაიცეს პასუხი. სწორედ ამ საკმაოდ დიდ ტყვიის ფრაგმენტს ჩაუტარდა ექსპერტიზა. თუმცა დასკვნაში ჩაიწერა, რომ „ფრაგმენტი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ დადგენილიყო დნმ-ის კვალი“. ასევე ბალისტიკური ექსპერტიზის პასუხით დადგინდა, რომ სროლა ახლო მანძილიდან არ მომხდარა. “ახლო მანძილად“ ამ შემთხვევაში ითვლება 120 სმ. ნასროლი არის ზემოდან ქვემოთ. უნდა ითქვას, რომ შუბლის ის ნაწილი, რისი დახმარებითაც უნდა გარკვეულიყო სროლის მანძილი, თემირლან მაჩალიაშვილისთვის ჩატარებული ოპერაციის შემდეგ განადგურდა. ასევე ამოჭრილია კედელი, სადაც გაჩერდა ტყვია. აქედან გამომდინარე, ზუსტი პასუხის გაცემა რთულია იმაზე, რა და როგორ ვითარებაში მოხდა გასროლა“, - აღნიშნა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა, იგი რამდენიმე დღეში სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42