"ქართული ოცნების" ყოფილი აქტივისტი გოგიტა დალაქიშვილი დაკავებულია
სამართალი - 10:13, 25 Jan, 2018     3399
"ქართული ოცნების" ყოფილი აქტივისტი გოგიტა დალაქიშვილი დაკავებულია, მას ბრალს დღეს წარუდგენენ. დალაქიშვილს კერძო საუბრების საიდუმლოების დარღვევაში ადანაშუალებენ. სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს მისი სახლიც. დალაქიშვილის ადვოკატის ირმა ჭკადუას თქმით მას ჯერ ბრალი არ აქვს წარდგენილი და არც საქმის მასალები მიუღიათ, ამიტომ ბრალდებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს.

გასულ წელს „ქართული ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერი მმართველი გუნდისა და შსს-ს წინააღმდეგ განცხადებებით გამოვიდა და საპროტესტო აქციებსაც ატარებდა.

2017 წლის ზაფხულში დალაქიშვილმა „კურიერთან“ საუბრისას მმართველ პარტიაში არსებულ დაპირისპირებების ისაუბრა. მისი განცხადებით ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, საკუთარი მთავრობის მინისტრებს თავისი სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დახმარებით ებრძოდა.

დალაქიშვილის თქმით, შსს-ში 2013 წელს დაიბარეს და სასჯელაღსრულების მაშინდელი მინისტრის, სოზარ სუბარის, ყოფილი პროკურორის, არჩილ კბილაშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ პროვოკაციებისა და აქციების მოწყობა მოსთხოვეს, სანაცვლოდ კი სოლიდურ თანხას დაჰპირდნენ.

მმართველი პარტიის ყოფილი მხარდამჭერი ყვება, რომ დამკვეთი ფულს მას შემდეგ იხდიდა, რაც უწყებებში ირაკლი ღარიბაშვილის გავლენა გაიზრდებოდა და სამინისტროები ე.წ. კახური კლანის კადრებით დაკომპლექტდებოდა. ამ კლანის წევრებად ირაკლი ღარიბაშვილი, თამაზ თამაზაშვილი, ღარიბაშვილის ცოლის დეიდაშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი და უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, გელა ზედელაშვილი მოიაზრებოდნენ. თავად დალაქიშვილმა შემოთავაზებაზე უარი თქვა და ამბობს, რომ მას შემდეგ ყველა უწყებაში მისთვის კარი დაიხურა. თუმცა აღნიშნავს, რომ სამინისტროებში პროვოკაციების, როგორიც იყო ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტი და სხვადასხვა საპროტესტო აქციის მოწყობა, სხვა პირებს დაავალეს.

ყოფილი პარლამენტარი, ალექსანდრე თამაზაშვილი თავისი ოჯახის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა და დალაქიშვილს კუდის აგენტი და ოპოზიციაში ჩანერგილი უწოდა. მისი თქმით სწორედ დალაქიშვილმა მოახდინა ჟურნალისტ ირაკლი კორძაიას გადაბირება, რომელიც ასევე მმართველი გუნდის საწინააღმდეგო განცხადებებით გამოდიოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42