„ნიუპოსტს“ კონფიდენციალური წყარო უყვება, რომ თავდაპირველად სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ერთ-ერთ ეჭვმიტანილად გამოძიება ე.წ. სტამბულის ბაზრის ერთ-ერთ ყოფილ მეწილეს დავით ბლუაშვილს ასახელებდა.
იმავე წყაროს ცნობით, გენერლის მკვლელობის საქმის ირგვლივ დაკითხულმა ერთ-ერთმა მოწემ, სამართალდამცავებს უთხრა, რომ დავით ბლუაშვილი სამსონ ქუთათელაძეს ემუქრებოდა, რაც ბლუაშვილმა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტში დაკითხვის შემდეგ, ჟურნალისტებთან კატეგორიულად უარყო..
„აბსოლუტურად იდეალური ურთიერთობა გვქონდა. ამ შეხვედრებს ესწრებოდა ცხოვრებაძე მამუკა, დირექტორი, ჩემი იურისტი, საქმის კურსში იყო ბუღალტერი, თავად ბატონი სოსო და სოსოს შვილი,“ - განაცხადა დავით ბლუაშვილმა, რომელიც 2012 წლიდან ბაზრის წილებზე დაობს.
დავით ბლუაშვილმა დღეს პირველად განაცხადა, რომ გიორგი ჭანტურიასა და ქუთათელაძეს შორის არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით გენერალმა პირადად უამბო: „გავაგდე კაბინეტიდანო, ასე მითხრა“.
ბლუაშვილმა უარყო სხვადასხვა ჩვენების საფუძველზე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ის ქუთათელაძისგან თანხას იღებდა.
დავით ბლუაშვილის ადვოკატი „ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ მისმა კლიენტმა ქუთათელაძისგან ერთჯერადად 5 000 ამერიკული დოლარი მიიღო, რის შემდეგაც ბლუაშვილმა „სტამბოლის ბაზრის“ მფლობელების წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი უკან გამოიტანა.
ლაშა პარასტაშვილი აღნიშნავს, რომ სამსონ ბლუაშვილისა და ქუთათელაძის „კარგ და საქმიან“ ურთიერთობას გარდაცვლილის შვილი, ბესო ქუთათელაძეც დაადასტურებს, რადგენ ის შეხვედრას რამდენჯერმე პირადად ესწრებოდა და მამისგანაც ინფორმაციას ფლობდა.
„ბესო ჭანტურიასთან დაპირისპირების შესახებ სრულად საქმის კურსში იყო. ის დაადასტურებს, რომ ჩვენს შორის არც მუქარა და არც ხმამაღალი საუბარი არასდროს ყოფილა,“ - განაცხადა უფლებადამცველმა.
ლაშა პარასტაშვილი 2010 წელს, წილების დათმობის ეპიზოდს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ ბაზრის ირგვლივ ინტერესი ქვემო ქრათლის გუბერნატორმა გამოთქვა, რაც საბოლოო ჯამში, მეწილეების ოჯახის წევრებისა და მათ შორის გიორგი ჭანტურიას დაკავებით დასრულდა. დააკავეს აჟამად გარდაცვლილი გიორგი ქიქოძეც.
ადვოკატის თქმით, ორივე დაკავებული იმ წუთიდან გაუშვეს, რა წუთიდანაც მათ საკუთარი წილები მერიის თვითმმართველობის წარმომადგენელს, ზაქრო ტაბატაძს ნატოარიულად აჩუქეს. რაც შეეხება ბლუაშვილებს, დედა-შვილმა მალევე დატოვა ქვეყანა და საქართველოში მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაბრუნდა.
„ვინაიდან მათ მიმართ კანონიერ ძალაში შესული იყო გამამტყუნებელი განაჩენი, ლიანა აბაიძე და დავით ბლუაშვილი საზღვარზე დააკავეს. რადგან ჩვენს ინტერესში არ იყო, ეს ადამიანები ციხეში მჯდარიყვნენ, მხოლოდ ამიტომ, ორვე დაკავებულის მიმართ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. ლიანა აბაიძეს პატიმრობასთან ერთად, 120 000 ლარს ოდენობის ჯარიმაც დაეკისრა, რის შემდეგაც მერიამ სასამართლოს მიმართა და ზიანის ანაზღაურება ბაზრის წილის 15%-ით მოითხოვა. ასე გადავიდა საკუთრება ერთი სუბიექტიდან მეორეზე, რომელიც დღესაც მერიის საკუთრებაა,“ - თქვა პარასტაშვილმა.
მისი თქმით, დედა-შვილის გათავისუფლების შემდეგ, ლიანა აბაიძემ, როგორც ბაზრის მეწილემ, საქართველოდან წასვლის მომენტიდან ქონების ჩამორთმევის მომენტამდე დაგროვილ დივიდენდზე დავა დაიწყო, სწორედ ამ დროს გაიცნეს ბლუაშვილებმა სამსონ ქუთათელაძე.
„როცა გავიცანით ბატონი სოსო, მან მორიგების სურვილი გამოთქვა. მისი პოზიცია იყო, რომ არავისთან სურდა დავა. გვითხრა, ყველა გავაფრთხილე, რომ მხარეების მოთხოვნები დააკმაყოფილეთ და რაც დაგვრჩება, იმ კაპიტალის საფუძველზე დავიწყოთ მუშაობაო. ჩვენ ქუთათელაძსგან წილს ვერ მოვითხოვდით, რადგან წილი მას არ ჰქონდა, ეს წილი რუსთავის მერიის ბალანსზეა. ჩვენ ბატონ სოსოს კანონის საფუძველზე შევხვდით, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია, მხარეები მორიგდნენ. ასეც მოხდა, ქუთათელაძემ ბლუაშვილს მიმართა, რომ გამოეტანა სარჩელი და ჩემი ჯიბიდამ მოგცემ 5 000 ამერიკულ დოლარსო, რაც ასეც მოხდა. ბატონ სოსოს ჯიბიდან ძალით ვერავინ ვერაფერს ამოაღებინებდა. სწორედ ამ თვისების გამო დავუმეგობრდით მას. თანხის გადახდა 2017 წლის დასაწყისში, დაახლოებით, იანვარ-თებერვალში მოხდა. ამის შემდეგ ჩვენ მხოლოდ კომუნიკაცია გვქონდა „სტამბოლის ბაზარში“ არსებული იმ ფართების ირეგვლივ, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დაუდბრუნდა და ეს მოხდა სხვა სისიხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის საფუძველზე. მაშინ ეკონომიკის სამინისტრომ ბლუაშვილს და ასევე, გიორგი ჭანტურიას 1 ლარად დაუბრუნა კუთვნილი ფართი.
რაც შეეხება ქუთათელაძესთან გამართულ შეხვედრას, რაზეც ჭანტურიას ადვოკატი საუბრობს, ვადასტურებ, ამ შეხვედრას, რომელსაც პირადად ვესწრებოდი. მოგეხსენებათ, რომ შპს „ერთობა“ ახლაც ედავება რუსთავის მერიას აღნიშნულ 15 %-იან წილს, ჩვენი მოლაპარაკების საგანი სწორედ ის იყო, რომ ერთობლივი ძალებით, უწყებების მიმართ და სასამართლოში მიმართვით, ერთობლივად დაგვებრუნებინა აღნიშნული 15 % დავით ბლუაშვილისთვის და მივიღეთ გარანტია, რომ „ერთობა“ ამაში ხელს არ შეგვიშლიდა. პირიქით, დაგვეხმარებოდა. სწორედ ეს გადაწყდა ქუთათელაძესთან ბოლო შეხვედრაზე, რომელიც 22 ან 23 დეკემბერს გაიმართა. ქუთათელაძეს ერჩივნა, რომ ბლუაშვილი ყოფილიყო მისი პარტნიორი და არა - რუსთავის მერია“- აღნიშნა ადვოკატმა.
ლაშა პარასტაშვილი „ნიუპოსტთან“ აღნიშნავს, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე ახსენა ქუთათელაძემ გიორგი ჭანტურია და „თქვა, რომ მასთან წილებთან დაკავშირებით კონფლიქტი ჰქონდა“.
„წინა შეხვედრებზეც ახსენა გიორგი, მაგრამ მაინცდამაინც უარყოფით კონტექსტში არ ახსენებდა, ბოლოს კი თქვა, მოსული იყო, რაღაცაზე ვერ შევთანხმდით, რადგან პირი მიცვალა, 3 00 000 ითხოვა ფართებშიო, რაზეც უარი ვუთხარი, ბოლოს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ჭანტურიამ ხარბი ხარო, მომაძახა, მე კი კაბინეტიდან გავაგდეო,“- თქვა ადვოკატმა.
მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრის შემდეგ დავით ბლუაშვილი სამსონ ქუთათელაძეს თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში შეხვდა, სადაც გაირკვა რომ ბაზრის წილის სადაო 15 %-ზე პრეტენზია გიორგი ჭანტურიამამ და ჯიქიებმა გამოთქვეს.
რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობას, ლაშა პარასტაშვილი ამბობს, რომ დავით ბლუაშვილს ალიბი აქვს, კერძოდ, ეს უკანასკნელი ვიდეო-სათვალთვალო კამერამ თბილისში დააფიქსირა, მას ადმინისტრაციული ჯარიმაც კი გამოუწერეს.
„დავითი შეხვდა რძალს და რამდენიმე ადამიანს, ისინი დაადასტურებენ, რომ მკვლელობის მომენტში ის რუსთავში არ იმყოფებოდა. რაც შეეხება გიორგი ჭანტურიას დაკითხვას, როგორც ვიცი, ერთ-ერთი დაკითხული მოწმის ჩვენებიდან გაირკვა, რომ ჭანტურია წინა წუთებში თუ საათში ნახეს შემთთხვევის ადგილზე, რაც თავდაპირველად უარყო, მაგრამ შემდეგ დაადასტურა. მე არ ვიცი, ეს რამდენადაა ოქმებში დაფიქსირებული, მაგრამ როგორც მოვისმინე ადამიანებისგან, დაინახეს, რომ ჭანტურია ძალიან მაღალი სიჩქარით გამოვარდა ბაზრობის ტერიტორიიდან და სავარაუდოდ, ბანკის მიმართულებით წავიდა. არ ვამბობ, რომ მისი ჩადენილის მკვლელობა, ვამბობ იმას, რაც თვითმმხილველებისგან მოვისმინე. თუ ასე ავაწყობთ საქმეს, წუთებში ვერავინ დაადგენს, როდის მოხდა მკვლელობა და შესაბამისად, ვინ როდის შეასწრებდა ბანკში, რომ სადღაც დაფიქსირებულიყო. ეს გამოძიების პრეროგატივაა,“ - განაცხადა ადვოკატმა. რომელიც ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ირგვლივ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა მოწმის სახით დაკითხეს.
მასალის გამოყენების პირობები






