”სტამბოლის ბაზრის” ერთ-ერთი მეწილის შვილის, დავით ბლუაშვილის განცხადებით, სოსო ქუთათელაძემ ერთ-ერთ შეხვედრაზე უთხრა, რომ გიორგი ჭანტურიასთან კონფლიქტი ჰქონდა.
"მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა მქონდა ქუთათელაძესთან. თვეში დაახლოებით ერთხელ-ორჯერ ვხვდებოდი ძირითადად ბაზრის საქმეზე. იქ ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრი ფლობს ფართს და ამ ფართთან დაკავშირებით თუ დამჭირდებოდა მეხმარებოდა ამაში. ბოლოს როდესაც შევხვდი, რაც მისგან მოვისმინე კონფლიქტი ჰქონდა ჭანტურიასთან. ეს ეხებოდა რაღაც ადგილების დავას. ვიცი, რომ სოსო შეწუხებული იყო ამ კონფლიქტით. ქუთათელაძემ მითხრა გიორგი ჭანტურია კაბინეტიდან გააგდე კიდეცო”.
მისივე განცხადებით, ის გამოძიებამ დაკითხა.
”გამოძიებას აინტერესებდა, თუ სად ვიმყოფებოდი მკვლელობის დღეს, სად გადავადგილდებოდი, ვისთან მქონდა კონტაქტი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოძიებას დავუსაბუთე, ტელეფონიც მივეცით, რომ გადაემოწმებინათ. დადასტურდა, რომ რეალურად არ ვიმყოფებოდი ქალაქში”, - განაცხადა ბლუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






