ვინ არის ჩატაევის და მისი დაჯგუფების დახმარებისთვის დაკავებული ბერძენიშვილი და რა აკავშირებს მას ასევე დაკავებულ მარგოშვილთან
სამართალი - 16:24, 23 Jan, 2018     2365
ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების დახმარებისთვის დაკავებულის ანატოლი ბერძენიშვილის ოჯახის წევრები და მეზობლები, მის ტერორიზმთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ.

ანატოლი ბერძენიშვილის მეზობლები კი ჰყვებიან, რომ ბერძენიშვილი წლების განმავლობაში ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა და ასევე ტაძრების მშენებლობით იყო დაკავებული.

„ტაძრებს აშენებს როგორც ვიცი, მორწმუნე ადამიანია და აშენებს. ვიცნობდი როგორც მეზობელი,“ - განაცხადა ბერძენიშვილის მეზობელმა.

ანატოლი ბერძენიშვილი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

„ის არანაირ დანაშაულს არ აღიარებს, გამოყენებული აქვს კანონით მინიჭებული დუმილის უფლება და აქედან გამომდინარე, მე არანაირი ინფორმაციაც არ მაქვს და თვითონ არანაირი სურვილი არ აქვს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ილაპარაკოს. ხშირად დადიოდა თურქეთში თავის საქმიანობიდან გამომდინარე. ბერძენიშვილი აშენებდა ტაძრებს და ხშირად უწევდა საზღვრის გადალახვა,“ - აცხადებს ბერძენიშვილის ადვოკატი მაია სირაძე.

უფლებადამცველი ინგა ბოლოთაური კი ამბობს, რომ ბერძენიშვილი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რამაზ მარგოშვილის მეგობარია.

„პანკისთან კავშირები ჰქონდა, ანატოლი ბერძენიშვილი და ხიზირ, იგივე რამაზ მარგოშვილი არიან მეგობრები. მტკიცებულებები, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიერ ჩადენილი არის დანაშაული, ასეთი მე არ გამაჩნია,“ - განაცხადა ანატოლი ბერძენიშვილის ადვოკატმა ინგა ბოლოთაურმა.

საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გუშინ, თბილისში დააკავეს.

სუს-ის ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად,ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტერორიზმის დაფინანსებას ,ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42