გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) პირველი ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 8 წლით ტავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. უფლებადამცველი გიორგი მახარაძის თქმით, საქმეში არანაირი მტკიცებულებათა ერთობლიობა არ იყო, რომელიც გიორგანაშვილის დანაშაულს მიუთითებდა:
„საქმეში ორი პოლიციელის ჩვენებაა მხოლოდ და ეს ორი პოლიციელი ჩხრეკაში იღებდა მონაწილეობას. საუბარი იყო ასევე ტაქსის მძღოლის ჩვენებაზე, რომელმაც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, რომ მას არ დაუნახავს რომელიმე პოლიციელმა ამოუღო თუ არა გიორგი გიორგანაშვილს რაიმე ნივთი ან ნივთიერება ჯიბიდან. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია სასამართლოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა გიორგი მახარაძემ.
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს.
მასალის გამოყენების პირობები






