სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ანატოლი ბერძენიშვილს ახმედ ჩატაევის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ხელშეწყობას ედავებიან, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს, მისი ადვოკატის განცხადებით, იგი უარყოფს კავშირს ტერორისტულ დაჯგუფებასთან:
“ეკლესია-მონასტრებს აშენებს 2003 წლიდან, შესაბამისად ტექნიკა სჭირდება, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამწე-კრანი აქვს გადმოტანილი თურქეთიდან. დეტალები ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ თურქეთში ხშირად მოგზაურობდა, თანაც ინვესტორის მოძიებას უკავშირდებოდა მისი ვიზიტები. ამბობს, რომ ამ ტერორისტულ დაჯგუფებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. მისი თქმით, რამდენიმეს იცნობდა, იცნობდა მაჩალიკაშვილს, მასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, დეტალები არ ვიცი“, - აღნიშნა ადვოკატმა.
მასალის გამოყენების პირობები






