ყველას გვსმენია, რომ ორსულობისას ქალს მადა ემატება, რადგან ორი ადამიანის ნაცვლად უწევს ჭამა. გვსმენია ისიც, რომ ორსულობისას არ შეიძლება თმის შეჭრა, შეღებვა, ვარჯიში, სექსი. ასეა თუ არა რეალურად? გთავაზობთ 7 ყველაზე გავრცელებულ მითს ორსულობის შესახებ.
1. ორსული ქალი ორის მაგივრად ჭამს

თუკი ქალი ჯანმრთელია, ორსულობის პირველ ტრიმესტრში დამატებითი კალორიები არც უნდა მიიღოს. მეორე ტრიმესტრში კი ექიმები დღეში 350 კალორიის მიიღების რეკომენდაციას გასცემენ, მესამე ტრიმესტრში კი 450 კალორიის.
ამიტომ მომავალი დედა ჯანსაღი პროდუქტებს მიღებაზე უნდა იყოს ფოკუსირებული და ბევრ ჭამაზე.
2. ორსულობის დროს მჟავე და შოკოლადი აუცილებად უნდება ქალს

არც დაიჯეროთ. ეს პირდაპირ ფსიქოლოგიური მომენტია. მითი, იმის შესახებ რომ ყველა ორსულს მჟავე კიტრი უნდება, ან ზამთარში მარწყვი ან კიდევ მსგავსი უცნაურობები, უბრალოდ ძალიან გავრცელებული მითია და ამას ორსულები თავიანთი ახირებების შესასრულებლად კარგად იყენებნ.
3. არავითარი ვარჯიში, მხოლოდ სიმშვიდე დასვენება

თუკი, ორსული ქალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აწუხებს, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში აუცილებელიც კია. ეს მომავალ დედას არა მხოლოდ ფორმის შენარჩუნებაში დაეხმარბეა, არამედ ნაყოფის განვითარებასა და მშობიარობის პროცესსაც შეუწყობს ხელს, ვინაიდან ვარჯიშის წყალობით, კუნთები უფრო ელასტიური და ძლიერი ხდება. თუმცა, თუკი ვარჯიშს გადაწყვეტთ, ამაზე ექიმსა და ფიტნეს ისნტრუქტორს უთხარით აუცილებლად.
4. სექსი ორსულობისას

ის, რომ ორსულობისას სექსი არ შეიძლება და ეს ნაყოფს უქმნის საფრთხეს, ყველაზე გავრცელებული მითია. რეალურად, სექსი არავითარ სარფთხეს არ წარმოადგენს ორსული ქალისთვის და მისი შვილისთვის. ეს ქალზეა დამოკიდებული, განიცდის თუ არა დისკომფორტს სექსუალური აქტისას.
5. ორსულმა თმები არ უნდა შეიღებოს, არ შეიჭრას და არც ფრჩხილის ლაქი წაისვას

ბუნებრივია, ამიაკიანი საღებავი ჯანმრთელობისთვის სასურველი არ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორსულისთვის თმის შეღებვა აკრძალულია. არსებობს საღებავები ამიაკის გარეშე. ფრჩხილის ლაქს რაც შეეხება, გეტყვით, რომ ესეც მითია. დაბალი ხარისხის ლაქსა და მისი უსიამოვნო სუნს კი ყველა უნდა მოერიდოს, არათუ ორსული. თმის შეჭრა კი უბრალოდ ცრურწმენაა, რომელიც თაობიდან თაოაბს გადაეცა და დღემდე მოაღწია.
6. კოსმეტიკა სტრიების გასაქრობად

ორსულები ხშირად უამრავ ფულს ხარჯავენ ძვირადღირებული ბრენდების მიერ შექმნილი კოსმეტიკური საშუალებების შესაძენად. ბევრი მიიჩნევს, რომ ორსულობისას მუცელზე წარმოქმნილი სტრიებისგან დაცვა მხოლოდ ხარისხიანი საცხითაა შესაძლებელი. რეალურად კი საცხს სტრიების პრევენციის საკითხში მინიმალური როლი აკისრია. აქ მთავარი ფაქტორი გენეტიკაა.
7. არ შეიძლება ბავშვის სამოსის შეძენა დაბადებამდე

ეს კიდევ ერთი აბსურდული მითია და მეტი არაფერი. ერთი წუთით დაფიქრდით, რა შეიძლება დაუშავდეს ნაყოფს, ტანისამოსის ყიდვით. არც არაფერი.
მასალის გამოყენების პირობები






