რამიშვილი ბრალდების მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „საქმის შეკერვის“ მცდელობას უწოდებს და აღნიშნავს, რომ საუბარია დეკანოზის ახლო ნათესავზე, რომელსაც დაკავებულმა ფული ასესხა.
„ეს ადამიანი არის ახლო ნათესავი, მათ არაერთხელ უსესხებიათ ერთმანეთისთვის ფული. ეს ადამიანი წინასწარ გამოძიების პერიოდში და ასევე სასამართლოშიც დაიკითხა, მაგრამ დაადასტურა, რომ ამ შეკერილ საქმესთან არც მას და არც მამა გიორგის შემხებლობა არ აქვს. ესენი ცდილობენ, გარკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლით, მიიღონ სათავისო ჩვენება. ეს არის ხალხის მოტყუება, ისევე როგორც მოატყუეს წმიდა სინოდი - თურმე პოტეციური მკვლელი ყოფილა მამა გიორგიო. იგივეს აკეთებან - საქმეს კერავენ და ეს არის ბინძური საქმის დამატებითი დეტალი“- აღნიშნა „ნიუპოსტთან“ მიხეილ რამიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორ ჯარჯი წიკლაურის მიერ ნახსენები პირი დეკანოზ მამალაძის სიძე, ლაშა დვალიშვილია.
მასალის გამოყენების პირობები






