მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - საქმის პროკურორის განცხადებით, სასამართლოში მოხდება იმის დემონტრირება, თუ რას აკეთებდნენ შემთხვევის ადგილზე ის პირები, რომლებიც გამოძიებას ჰყავდა იდენტიფიცირებული.
ზვიად ფხაკაძის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაული ჩადენილია ბრალდებულების მიერ და ამას სახელმწიფო ბრალდება მტკიცებულებებით დაადასტურებს:
"დანარჩენი პირები თუ რას აკეთებდნენ შემთხვევის ადგილზე, ეს გამოკვლეული იქნება სასამართლო სხდომებზე. თუმცა ცალსახად ვადასტურებ, რომ დანაშაულებრივი ქმედება, რომელსაც შედეგად მოჰყვა ორი არასრულწლოვანის გარდაცვალება, განახორციელეს ბრალდებულებმა და შესაბამისად, სახელმწიფო ბრალდება დაადასტურებს ამ ყველაფერს სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით. ამ მტკიცებულებების განხილვაში ვერ შევალ", - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






