“ჩემი აქ ყოფნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია არც საქართველოში, არც თურქეთში” - თქვა სიტყვით გამოსვლისას ჩაბუქმა.
მისი თქმით, თურქეთში მომხდარ გადატრიალების მცდელობასთან არავითარი კავშირი არ აქვს და იგი იდევნება, ვინაიდან ფეთულა გიულენის იდეებს იზიარებს.
"17 წელია საქართველოში ვმუშაობ, არც საქართველოში, არც თურქეთში ცუდი არ გამიკეთებია. მასწავლებელი ვარ… ყოველთვის მიყვარდა მასწავლებლის საქმიანობა. თურქეთში მომხდარ გადატრიალების მცდელობასთან არავითარი შეხება არ მქონია, მაშინ საქართველოში ვიყავი. საქართველოში ეს ამბავი ტელევიზიიდან შევიტყვე მიყვარს საქართველო, წლებია აქ ვასწავლი და მეგობრები მყავს. აქ ცხოვრებას და მუშაობას ვაპირებ. იმედი მაქვს, საქართველოს სასამართლოში ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც ამ ყველაფერს ამაცილებს,”- განაცხადა ჩაბუქმა.
მასალის გამოყენების პირობები






