ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური იმ საქმეზე საუბრობს, რომელიც ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. წიკლაური აღნიშნულის სესახებ „პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში აკეთებს კომენტარს. მისი თქმით, გამოკვეთილია კონკრეტული პირი, რომელთანაც დეკანოზი გიორგი მამალაძე გერმანიაში წასვლის წინ აწარმოებდა მოლაპარაკებას, "რაღაცის შესაძენად".
"გამოძიების შედეგად გამოკვეთილი არის კონკრეტული პირი, რომელთანაც გიორგი მამალაძე სწორედს გერმანიაში გამგზავრების წინ აწარმოებდა აქტიურად მოლაპარაკებას -2 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ რაღაცის შესაძენად, რასაც საუბარში არ აკონკრეტებს. ამ პირმა იცრუა დაკითხვისას და განაცხადა, რომ მამალაძე თანხას თითქოს ბანკის სესხის დასაფარად აძლევდა. ამასთანავე, დავადგინეთ, რომ ეს პირი მამალაძის გერმანიაში გამგზავრების წინა დღეებში იმყოფებოდა დმანისში, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც იცრუა, რომ დმანისში არასდროს იყო ნამყოფი. ეს გარემოება არ იქნებოდა საეჭო, რომ არა ერთი დეტალი - დმანისი არის რეგიონი, სადაც საქმიანობს ერთადერთი კომპანია საქართველოში - "არ ემ ჯი გოლდი", რომელიც საქმიანობაში იყენებს ნატრიუმის ციანიდს, ვინაიდან ამ ეტაპზე გამსაღებლის ზუსტი იდენტიფიცირებისთვის დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება არის საჭირო, საქმეზე ამ ეტაპზეც გრძელდება გამოძიება" აცხადებს ჯარჯი წიკლაური.
მასალის გამოყენების პირობები






