კიევის სააპელაციო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე დღეს იმსჯელებს. მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ სასამართლომ მისი დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღოს. სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, დილის 10 საათზე კიევის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბონ:
„ხელისუფლება ცდილობს სასამართლო პროცესები ხელოვნურად დააჩქაროს. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ უკრაინის საემიგრაციო სამსახურმა მის მიერ მანამდე მოგებული საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ვიმედოვნებთ, სასამართლო კოლეგია დღეს სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, გაითვალისწინებს დაცვის მხარის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას, ხოლო არგუმენტებს, რომელსაც საემიგრაციო სამსახური, ყოველგვარი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე ეყრდნობა, უსაფუძვლოდ მიიჩნევს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






