კლუბ „ბასიანის“ საქმის მოსამართლე ბადრი შონია უარყოფს გავრცელებულ ინფორაცია, რომ მასზე რაიმე სახის ზეოწოლა განხორციელდა. შონია აცხადებს, რომ მან გადაწყვეტილება სრულიად დამოუკიდებლად მიიღო:
"მე შევაფასე, რომ ეს ადამიანი(თამაზ ქვლივიძე) აღიარებდა დანაშაულს, ინანიებდა და არ იყო ნასამართლევი. საზოგადოების განწყობა და სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ერთმანეთს არ დაემთხვეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი. მე ვერ გეტყვით რა იგულისხმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, თუმცა მას ჰქონდა უფლება არ დათანხმებოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას. რაიმე სახის ზეწოლაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია. უფრო მძიმე მუხლებზეც გამომიყენებია გირაო, მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი რიგითი საქმე იყო ჩემს პრაქტიკაში", - განაცხადა შონიამ.
მასალის გამოყენების პირობები






