გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმე - გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელი სხლები რუსთავსა და ტბილისში ხელმეორედ გაჩხრიკეს. ჩხრეკა ორივე მისამართზე ერთდროულად დაიწყო და რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დეტექტივ-გამომძიებლის განცხადებით, ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ცატარდა. ჩხრეკის შედეგად ამორებულია გარკვეული ნივთები.
ექსპერტ-კრიმინალისტებმა ასევე გაჩხრიკეს ჭანტურიას კუთვნილი ავტომობილი. ჩხრეკის დროს შეუძლოდ გახდა ზურაბ ჭანტურია, გიორგი ჭანტურიას მამა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გულის შეტევის ნიშნებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, აღნიშნული სტრესის შედეგად იქნა გამოწვეული.
გიორგი ჭანტურიას ოჯახის წევრები და ადვოკატი მის დაკავებას არ ელოდებიან. თავად ჭანტურია დასთან ერთად საგამოძიებო ორგანოში 18:00 საათზე დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეს.
შეგახსენებთ, რომ გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, გიორგი ჭანტურია რამდენიმე დღის წინ დააკავეს და 40 საათიანი პატიმრობის შემდეგ მტკიცებულებების არარსებობის გამო გაათავისუფლეს.
გენერალი იოსებ ქუთათელაძე რუსტავის ბაზრის მეწილე იყო, იგი რამდენიმე დღის წინ საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს.
მასალის გამოყენების პირობები






