რესტორან „აღაში“ სამი ადამიანის დაჭრის საქმე - პროკურორის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, მეორე დანა ამოღებულია. მისივე განცხადებით, ნივთმტკიცებაზე სისხლის არავითარი კვალი არ აღინიშნება. ნიკოლოზ ნინიძის განცხადებით, დანა ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი და პასუხს ელოდებიან.
"სუფრის დანა ამოღებულია. ის ეგდო რესტორანთან, გარეთ და არა იქ, სადაც ბრალდებულის დაკავება მოხდა. მასზე არავითარი სისხლის კვალი არ ფიქსირდება. დანა გადაგზავნილია შესაბამისი კვლევისთვის და დასკვნა ჯერ მიღებული არ არის. ამ ეტაპზე საქმეში არის რამდენიმე ადამიანის პირდაპირი ჩვენება, რომელიც ამხელს საბა სამუშიას. სხვა მტკიცებულებების მოსაპოვებლად გამოძიება მუშაობს", - აღნიშნა პროკურორმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მასალის გამოყენების პირობები






