თბილისის საქალაქო სასამართლომ რესტორანში, სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულ საბა სამუშიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სამუშიას ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულმა დანა ინციდენტის დროს იპოვა და მას თავდაცვის მიზნით იქნევდა.
"საბა სამუშიას გუშინ ჩაუტარდა ექსპერტიზა ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით და იმედია მალე მივიღებთ პასუხებს. წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. აღიარებს, რომ ნამდვილად მონაწილეობდა ინციდენტში, რაც მოხდა რესტორანში, თუმცა ამბობს, რომ მხოლოდ ის არ მონაწილეობდა, მასობრივ ჩხუბს ჰქონდა ადგილი და სამუშია ამ ინციდენტის მსხვერპლია. თვითონ არის ნაცემი და დაზარალებული. მან გამოიყენა სხვისი დანა, რომელიც ძირს დაგდებული იპოვა. თუმცა, არ ვიცით ამ ეტაპზე დაჭრა თუ არა ვინმე. ის დანას თავდაცვის მიზნით იქნევდა", - განაცხადა შალამბერიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






