5-წლიანი თვალთვალისა და ადევნებისთვის მამაკაცს 2-წლიანი პირობითი მიუსაჯეს - პრეცედენტი ზუგდიდში
სამართალი - 16:18, 19 Jan, 2018     4115
ადევნების ბრალდებით ზუგდიდში ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე გასული წლის ივნისში აღიძრა. მას რაიონულმა სასამართლომ პირობითი მსჯავრი 2 წლის ვადით შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული ბრალდებით პირის დაკავების პრეცედენტი ზუგდიდში დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო ათინათი ავრცელებს.

მსჯავრდებულს მსხვერპლმა კანონის ძალაში შესვლიდან ერთ თვეში უჩივლა. მის წინააღმდეგ საქმე 151-ე პრიმა მუხლით აღიძრა რაც, განისაზღვრება როგორც პირადად, ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი, ასევე არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული, ან სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას.

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ ნაცნობი მამაკაცი მას 5 წლის განმავლობაში აწუხებდა. მისივე თქმით, არასასურველი კომუნიკაცია სატელეფონო ზარებში, ქუჩაში ადევნებითა და ფარული თავლთვალით გამოიხატებოდა.

„ის რამდენიმე წლის წინ შემთხვევით გავიცანი. ამის შემდეგ მირეკავდა, მწერდა... ჩემი უარის მიუხედავად თავს არ მანებებდა. როდესაც უკვე კატეგორიულად მოვთხოვე ჩემთვის თავი დაენებებინა, ის უფრო აგრესიული გახდა, მოდიოდა ჩემს საცხოვრებელ სახლთან, როცა მოესურვებოდა. მხვდებოდა ქუჩაში, სკოლაში, ყველგან, სადაც მივდიოდი, დამდევდა მანქანით. სკოლიდან მომავალ ჩემს შვილს და დედას ხვდებოდა, მლანძღავდა მათთან. გარდა ამისა, დედაჩემსაც უგზავნიდა შეტყობინებებს” - ამბობს ის.

40 წლამდე ასაკის ქალი ამბობს, რომ ამ ყველაფრის გამო ის საზოგადოების მხრიდან ნეგატიურ განწყობას გრძნობდა, რადგან ოჯახის წევრები, მეზობლები და მეგობრები მომხდარში მას ადანაშაულებდნენ.

„ყველა ჩემკენ იშვერდა თითს. ბევრჯერ მიფიქრია თვითმკვლელობაზე და ქალაქიდან წასვლაზე. ერთ დღესაც შემთხვევით გავიგე, რომ ადევნება და თვალთვალი შეიძლება დასჯადი ყოფილიყო. მაშინ ეს კანონი არ მოქმედებდა, როგორც კი შემოვიდა ძალაში, პროკურატურას მივმართე განცხადებით, თავიდან იმდენად არ მქონდა იმედი, რომ ამას რამე სახის რეაგირება მოჰყვებოდა, თუმცა ახლა ვგრძნობ, რომ თავიდან დავიბადე”, - თქვა მან.

ზუგდიდის რაიონული პროკურორის ლევან სალიას ინფორმაციით, ბრალდებულმა სასამართლოში თავი დამნაშავედ ცნო და მას 2 წელი პირობით მსჯავრთან ერთად მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესა.

„ჩვენი მხრიდან რეაგირება მყისიერი იყო. საქმეზე გამოძიება დაიწყო და სასამართლო გასული წლის ნოემბერში დასრულდა. პირი საქმის აღძვრიდან მალევე დააკავეს. მსჯავრდებულმა სასამართლოს გადაწყვეტილებით რამოდენიმე თვე წინსწარ პატიმრობაში გაატარა. მას სასამართლომ დაზარალებულთან მიახლოება, სატელეფონო ზარები თუ კომუნიკაციის სხვა საშუალებებით კონტაქტის დამყარება აუკრძალა. ამასთან, მას დაზარალებულის ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის უფლებაც არ აქვს”, - აღნიშნა სალიამ.

პროკურატურაში რადიო „ათინათთან“ საუბარში აღნიშნეს, რომ მსგავს შემთხვევებში მთავარი პრობლემა მოქალაქეებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის უნდობლობაა, რის აღდგენაშიც მათ ხელს კოორდინატორები უწყობენ.

„პროკურატურას ჰყავს გამოცდილი კოორდინატორები, რომელებიც ამავე დროს არიან ფსიქოლოგებიც. ისინი მიდიან დაზარალებულებთან, აწვდიან ინფორმაციას მათ საკუთარი უფლებების შესახებ. აღნიშნული ინსტიტუტი სამართალდამცავებსა და დაზარალებულებს შორის ნდობის აღდგენას და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს“, - თქვა ლევან სალიამ.

2017 წლის მაისში სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება და ადევნება დასჯადი გახდა. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი: დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ - ჯგუფურად, არაერთგზის ან და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

წყარო: რადიო ათინათი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42