კუპრავა აღნიშნავს, რომ პროკურატურა დამნაშავეებს მფარველობს.
„ფარდული მიზანმიმართულად დაანგრიეს, რადგან ყველა შემთხვევის ადგილი თუ ის დაცულია ბუნებრივი ზეგავლენებისგან ინახავს კონკრეტულ მტკიცებულებებს ეს შეიძლება იყოს უხილევი მტკიცებულებები, როგორიცაა დნმ, სისხლის კვალი, ანაბეჭდი და სხვა. ამასთან, სასამართლოს მიმდინარეობისას შესაძლოა იმ ადგილზე ჩატარდეს ექსპერიმენტი, რომელიც ჭეშმარიტების დადგენას გააადვილებს. იმ პირობებში კი როცა საქმე ბურუსითაა მოცული, და ვერსია, რომელსაც გამოძიება გვთავაზობს, თითქოს ორი მოზარდის მკვლელობაში მხოლოდ 2 არასრულწლოვანი და ასევე ორი დანა ფიგურირებს კითხვებს ბადებს მთავარი მტკიცებულების განადგურება დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს”- აცხადებს კუპრავა.
მისი თქმით, გამოძიების მიერ ამ ეტაპზე გამოვლენილი მტკიცებულებების არც გარდაცვლილი მოზარდების - დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის ოჯახის წევრებს სჯერათ.
„როგორც ვიცით, სარალიძე ფიზიკურად ძალიან ძლიერი მოზარდი იყო. ის დაახლოებით 130 კილოს იწონიდა, სიმაღლეში კი 190 -მდე იყო. ამ საქმეზე ბრალდებული ჯანაშია კი 40-45 კილოს იწონის და ფიზიკური მონაცემები საკმაოდ სუსტია. შესაბამისად, არადამაჯერებელია პროკურატურის განცხადება რომ სარალიძეს 12 ჭრილობა მხოლოდ ამ ადამიანმა მიაყენა. ამას ჯანაია ფიზიკურად ვერ მოახერხებდა თუ მას არ სარალიძის გაკავებაში ეხმარებოდნან. თუ ეს ასეა, მაშინ მოზარდის მკვლელობაში მარტო ჯანაშია კი არ არის პასუხისგებაში მისაცემი, უნდა დაისაჯონ ის პირები, ვინც მკვლელობამდე დათოს ამაგრებდა და ხელი შეუწყეს მოზარდის მკვლელობას. ცდომილება არის ძალიან დიდი“- განმარტა ყოფილმა სამართალდამცავმა.
მისი ინფორმაციით, ხორავას გუჩაზე მომხდარ სისხლიანი გარჩევისას რამდენიმე ახალგაზრდა დაიჭრა.
„სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს ფარდული იყო ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, იქიდან შესაძლებელ იყო სისხლის კვალის ამოღება, დნმ-ს ამოღება, რაც რეალური სურათის აღდგენისთვის და დამნაშავეთა გამოვლენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იქ გარდა გარდაცვლილებისა არის სხვა ადამიანების სისხლი. აქიდან გამომდინარე ფადრულის მოშლა, პირდაპირ მტკიცებულებების განადგურებაა“- დასძინა კუპრავამ.
„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი „ნიუპოსტთან“ საუბრისას „დამნაშავეებისთვის მწვანე შუქის“ ანთებას უწოდებს იმ არგუმენტს, რომლის მიხედვითაც ფარდულის დემონტაჟი იმ მოტივით მოხდა, რომ სინომიშვილებს ფართი დაკანონებული არ ჰქონდათ.
კუპრავა საეჭვო დამთხვევას უწოდებს იმ ფაქტსაც, რომ სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის შემდეგ, ამხანაგობის თავმჯდომარემ სიმონიშვილებს ამ ნაგებობის სასწრაფო წესით დანგრევა მოსთხოვა.
ყოფილი სამართალდამცავი აღნიშნავს, რომ ფარდული პოლიციის ნებართვით დაანგრიეს, რითაც სამართალდამცავმა ორგანომ გამოძიების ობიექტურად ცატარებას ხელი შეუშალა ან ეს ქმედება მიზანმიმართულად გააკეთა. (ხორავას ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ პოლიციამ თავად აუხსნა, როგორ უნდა მოეხდინათ დემონტაჟი - ავტ).
„ეს ფარდული არ ყოფილა კერძო მესაკუთრის, ეს იყო უკანონოდ აშენებული და ნებართვა სახელმწიფოსგან აიღეს, პოლიციამ კი მათ მწვანე შუქი აუნთო. იმ ფონზე როცა სარალიძის ოჯახი პროკურატურისგან დღემდე ითხოვს გადასცენ მოზარდის პირადი ნივთები, რაზეც საგამოძიებო ორგანო მათ, განაჩენის დადგომამდე უარს ეუბნება და ეს აბსოლუტირად სწორიცაა, მაგრამ თუ ტანსაცმელი და სხვა ნივთებუ მტკიცებულებაა, შემთხვევის ადგილი არ არის მტკიცებულება?! - სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი“- აღნიშნა ზვიად კუპრავა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ღიად ამბობს, რომ შოთაძის უწყება კონკრეტულ პირებს მფარველობს.
„გამოძიება კონკრეტულ ადამიანებს ხელს აფარებს, პროკურატურა ყველანაირად ცდილობს ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან იხსნას, ეს ადამიანები არიან საკმაოდ გავლენიანი ოჯახის შვილები და ამიტომ რისკავს პროკურატურა“- განაცხადა ყოფილმა სამართალდამცავმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
დანაშაულის ადგილიდან კვალის სავარაუდო წაშლაზე საუბრობს მოკლული დავით სარალიძის მამაც.
ზაზა სარალიძე არ გამორიცხავს, რომ სქმეში მაღალჩინოსნებიციყვნან ჩართულები.
„ეს ადგილი წესით არ უნდა განადგურებულიყო, რადგან ერთ-ერთი მთავარი მტკიცებიულება იყო“- ამბობს მოკლული ბიჭის მამა.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი გასული წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პოლციამ მომხდარიდან მეორე დღეს 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა.
მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე გ.ჯ-ზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.
გარდა ამისა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, სასტიკი მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ არასრულწლოვნები, რომლებიც დანაშაულის თვითმხილველები ან მონაწილეები არიან, თუმცა ისინი მხოლოდ მოწმის სტატუსით დაკითხეს.
როგორც ირკვევა, სისხლისნ გარჩევაში, რომელსაც ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, 23 პირი მონაწილეობდა. პროკურატურას კი მხოლოდ 13 ვინაობა აქვს იდენტიფიცირებული.
მასალის გამოყენების პირობები






