ქუთათელაძის საქმე - მანქანა, რომლითაც დაკავებული ჭანტურია მკვლელობის დღეს გადაადგილდებოდა ისევ გაჩხრიკეს
სამართალი - 17:10, 18 Jan, 2018     3466
სამართალდამცავებმა დაკავებული გიორგი ჭანტურიას მამის, ზურაბ ჭანტურიას მანქანა ხელახლა დაათვალიერეს.

ცნობილია, რომ ჭანტურია მამასთან ერთად მართავდა ამ მანქანას ე.წ. სტამბოლის ბაზრის მეწილის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის დღეს.

სამართალდამცავებმა აღნიშნული მანქანა 16 იანვარს გაჩხრიკეს, მანქანაში არსებული ნივთები ამოიღეს და დალუქეს.

ზურაბ ჭანტურიას მანქანა ამ დროისთვის ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველოს ეზოში დგას და მისი ხელახლა დათვალიერება ექსპერტებმა იმ დროს დაიწყეს, როდესაც ადვოკატი შენობაში იმყოფებოდა.

გიორგი ჭანტურიას დის თქმით, ექსპერტებმა მანქანის დათვალიერების დროს იმ ნივთებთან ერთად, რაც 16 იანვარს ამოიღეს, კიდევ სხვა ნივთებიც მოიტანეს, თუმცა, ოჯახის წევრებს და შემდეგომ არც ადვოკატს არ განუმარტეს, ვის საკუთრებას წარმოადგენდა აღნიშნული ნივთები.

სამართალდამცავებმა ადვოკატს მანქანის ხელახლა დათვალიერების აუცილებლობაც ვერ განუმარტეს.

გამომძიებელი აცხადებს, რომ ადვოკატის გარეშე მანქანის ხელახალი დათვალიერება კანონდარღვევა არ არის.

ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ბრალის წარდგენა მტკიცებულებების არარსებობის გამო, ვერ ხერხდება და ბრალის წარსადგენად, სამართალდამცავები ყველანაირ ღონეს მიმართავენ.

გიორგი ჭანტურიას საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად საგამოძიებო უწყებას დრო 6 საათამდე აქვს. მას ამ დრომდე ბრალი წარდგენილი არ აქვს. პროკურატურაში ადვოკატებს ეუბნებიან, რომ ისინი ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42