ჯალაღანიას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას ედავებიან.
"ნიუპოსტის" კორესპოდენტის ინფორმაციით, მოსამართლე ნატრული აკობიამ არგაითვალისწინა ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც დაკავებულისთვის 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს დაკისრებას ითხოვდა. გარდაცვლილის დედა იზა რუსია დარწუნებულია, რომ მისი შვილი მიზანმიმართულად მოკლეს.
ოჯახი ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა გაცილებით მძიმე დანაშაულის დაფარვის გამო მოკლეს.
გარდაცვლილის დედა საგუშაგოს უფროსის, ალექსანდრე კვიჟინაძის დაკავებას ითხოვს, რადგან მისი თქმით, იარაღი, საიდანაც გასროლა განხორციელდა, სწორედ მასეკუთვნის.
ოფიციალური ინფორმაციით, 19 წლის წვევამდელ ბექა რუსიას ასევე წვევამდელმა შემთხვევით ესროლა. შემთხვევა 26 ოქტომბერს აფხაზეთის საოკუპაციო ზოლთან ახლოს, სოფელ მუჟავაში შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტერიტორიაზე გუშინ მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






