"როგორც ამბობენ, მკვლელობა დაახლოებით, 5 საათზე მოხდა. ამ დროს ეს ადამიანი ბანკში იმყოფებოდა, ვალი გადაიხადა. გვაქვს შესაბამისი ამონაწერიც. ყველაფერი დაფიქსირებულია. ის მანამდე გარდაცვლილს დაელაპარაკა და წამოვიდა"- აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.
გენერალი სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს „სტამბოლის ბაზრობის“ ადმინისტრაციის შენობის ოფისში დაცვის თანამშრომელმა გარდაცვლილი ნახა. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ექვსი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკითხეს, დაკითხვის შემდეგ კი ჭანტურიას მშობლების სახლში ჩატარდა ჩხრეკა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია "მაკაროვის" ტიპის იარაღის 9 ვაზნა. ადვოკატების ინფორმაციით, ჭანტურიას გამოძიება სწორედ საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას ედავება.
ჭანტურიას დის თქმით, პოლიცია ყოფილი პროკურორისგან გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის აღიარებას ითხოვდა.
მასალის გამოყენების პირობები






