„გენერალ ქუთათელაძეს გარკვეული პირები თანხას სთხოვდნენ“ - ახალი დეტალები ყოფილი დეპუტატის მკვლელობის საქმეში
სამართალი - 13:06, 18 Jan, 2018     3497

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ადვოკატის თქმით, კონკრეტული პირები ქუთათელაძისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდნენ, თუმცა ისინი გამოძიებას ამ დრომდე არ დაუკითხავს. ადვოკატ ანა კეკელიძის განცხადებით, ეს ინფორმაცია მისთვის იმის გამოა ცნობილი, რომ ჭანტურიას საქმე ამ დრომდე გამოყოფილი არ არის სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმიდან. შესაბამისად, ადვოკატს კვლავაც აქვს წვდომა ამ საქმის მასალებთან.

„იმ ჩვენებებში, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს, საუბარია სამსონ ქუთათელაძესა და სხვა პირებს შორის გარკვეულ დაძაბულ ურთიერთობებზე, ასევე საუბარია იმაზე, რომ სამსონ ქუთათელაძეს გარკვეული პირები სთხოვდნენ თანხასაც და ისინი არ არიან დაკავებულები, ისინი არ იმყოფებიან პოლიციის განყოფილებაში, მაშინ, როცა უდანაშაულო ადამიანი გამოკეტილია მრავალი საათია,“ - ანა კეკელიძემ.

გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკითხეს, დაკითხვის შემდეგ კი ჭანტურიას მშობლების სახლში ჩატარდა ჩხრეკა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია "მაკაროვის" ტიპის იარაღის 9 ვაზნა. ადვოკატების ინფორმაციით, ჭანტურიას გამოძიება სწორედ საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას ედავება.

ჭანტურიას დის თქმით, პოლიცია ყოფილი პროკურორისგან გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის აღიარებას ითხოვდა.

გიორგი ჭანტურიას ოჯახი გამოძიების გადაწყვეტილებას ელოდება, 6 საათის შემდეგ კი ოჯახი ერთობლივ განცხადებას გაავრცელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42