გიორგი ჭანტურია წლების განმავლობაში იკავებდა კახეთში პროკურორის თანამდებობას. ამ წუთებამდე კი ის რუსთავში კომისრის თანამდებობას იკავებს.
როგორც ირკვევა, ჭანტურია ქუთათელაძის საქმეზე დაკითხვაზე დაიბარეს, რის შემდეგაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ჭანტურიას მშობლების სახლში, სადაც მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის 9 ვაზნა აღმოაჩინეს, სწორედ ამის შემდეგ დააკავეს ჭანტურია.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ამ უკანასკნელს არა ქუთათელაძის მკვლელობას არამედ მას ბრალი სსკ-ის 236 მუხლის მეორე ნაწილით, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა წაუყენეს.
ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე „ნიუპოსტთან“ ადასტურებს, რომ გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირია დაკავებული. იურისტი ამ ეტაპზე ბრალდებულის ვინაობას არ ასახელებს. მისი თქმით, დაკავებულს ბრალი სსკ-ის 236 მუხლის მეორე ნაწილით, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა წაუყენეს.
კობაიძე ამბობს, რომ დაკავებულის ბინიდან იარაღის ტყვიებია ამოღებული, რაც ადვოკატის მტკიცებით, ბრალდებულის მამას ეკუთვნოდა და ქუთათელაძის მკვლელობასთან ამ ვაზნებს კავშირი არ აქვს.
ალექსანდრე კობაიძე ადასტურებს, რომ "სტამბოლის ბაზრის" წილი მისი დაცვის ქვეშ მყოფებს 2010 წელს დაათმობინეს. მეტიც ადვოკატის თქმით, ამ საქმეზე ოჯახის ორი წევრიც კი იყო დაკავებული.
ამასთან შს სამინისტრო "ნიუპოსტთან" ადასტურებს ფაქტს, რომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება იმის დასადგენად, არის თუ არა აღნიშნული პირი უშუალოდ ქუთათელაძის მკვლელობასთან კავშირში.
მასალის გამოყენების პირობები






