დაცვის მხარე კი პროცესის დაწყებამდე აცხადებს, რომ სავარაუდოდ პროკურატურა შურისძიებიდან ანგარების მუხლზე საქმის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს, რაც 10-დან 18 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმი, მიხეილ რამიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საპელაციო სასულიერო პირს გაათავისუფლებს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ დარწმუნებული არ არის, რომ სასამართლო იქნება დამოუკიდებელი.
„ყველა მტკიცებულებით და მთლიანად საქმის მასალებით ჩანს, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო და ეს არის შეთითხნილი საქმე. ანგარება სხვაგან უნდა მოიკითხო, რადგან მიზანმართული იყო, რომ მამა გიორგის მიმართ ასეთი სასწაული და ყველანაირი სამართლებრივი ჩარჩოდან გასული ბრალი წაეყენებინათ. სასამართლოს დარწმუნება არ სჭირდება. სასამართლო თუ დამოუკიდებელი იქნება, თუ მართლა ობიექტური იქნება, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მამა გიორგი უნდა გაამართლოს. მე სიტყვიერად ვიმედოვნებ, თორემ დარწმუნებული არ ვარ, რომ სასამართლო იქნება დამოუკიდებელი“, – განმარტა მიხეილ რამიშვილმა.
ე.წ ციანიდის საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. დაცვის მხარე, დეკანოზის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვს, პროკურატურა კი მკვლელობის მოტივის, შურისძიების ანგარებით შეცვლას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






