ღამის კლუბ „ბასიანის“ დაცვის წევრებზე განხორციელებული ტავდასხმა - სააპელაციო სასამართლო ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე იმსჯელებს, პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება, სასამართლო პროცესის დაწყებამდე ბრალდების მხარემ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა:
„როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარე ითხოვს პატიმრობას, პატიმრობას ვითხოვთ საქმიდან გამომდინარე ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლებით, კერძოდ, საქმეშია ყველა მტკიცებულება, რაც ადასტურებს ბრალდებულის შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებას, იმ ფაქტს, რომ ბრალდებულმა დანაშაული ნასვამ მდგომარეობაში ჩაიდინა და გვაქვს მოლოდინი, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო შეცვლის გამოყენებულ აღმკვეთ ღონისძიებას, ვინაიდან ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდგომ შეეცადა მიმალვას, თუმცა, აღიკვეთა მისი მიმალვის საფრთხე. ამდენად, ყველა მტკიცებულება, ყველა არგუმენტი, რაც მითითებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში, ძალაშია ასევე და ვითხოვთ პატიმრობას სააპელაციო სასამართლოში“, - აღნიშნა საქმის პროკურორმა ხათუნა კუსრაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






