პოეტ ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს იყო ჩანიშნული, აღარ გაიმართება. სასამართლო საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. ამ გადაწყვეტილებას აპროტესტსებს დაცვის მხარე. ადვოკატი აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აუცილებელია იყოს ზეპირი მოსმენა:
„ჩვენი აზრით, უმჯობესი იქნება თუკი თბილისის სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით. მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მეტი შესაძლებლობა ექნება სასამართლოს მოისმინოს მხარეთა პოზიციები და უკეთ გამოიკვლიოს ის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომელიც პირველმა ინსტანციამ არასათანადოდ და არასრულყოფილად გამოიკვლია," - განაცხადა ზვიად რატიანის ადვოკატმა, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა, ანა ნასრაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






