მისი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თამაზ ქვლივიძე აგრესიულად იქცეოდა. ახალგაზრდას გაღიზიანება კი კლუბში შესვლაზე უარმა გამოიწვია. მესხის თქმით, ამის შემდეგ 27 წლის ბიჭმა დაცვის სამსახურის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„მოვიდა ორი პირი, რომელებიც ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და აგრესიულებით გამოირჩეოდნენ. მას შემდეგ, რაც გადმოვიდნენ შეურაცხყოფაზე და გინებაზე, ჩვენ რამდენჯერმე მოვუწოდეთ, რომ არ მოეყენებინათ შეურაცხყოფა და გავიყვანეთ ტერიტორიიდან.
დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე თამაზ საველიევს ვესაუბრებოდი როცა ის ხელში დაიჭრა. როცა ჩხუბი დაიწყო, პოლიციაც ჩაერია ჩხუბში და ჩემთვის მოქნეული დანა ხელით დაიჭირა პოლიციელმა და დაიჭრა"- აღნიშნავს მესხი.
ბასიანის" დაცვის უფროსი დაჭრაში ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლებას აფასებს და ამბობს, რომ "შეიძლება სხვა დროს ჩემსავით სხვას არ გაუმართლოს".
თბილისში, კლუბ "ბასიანში" 13 იანვარს, დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე დაჭრეს.
როგორც ირკვევა, ბრალდებული, რომელიც სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა, რომელიც ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.
მასალის გამოყენების პირობები






