"მოხდა ურთიერთშელაპარაკების გამო და ორი პიროვნება დაჭრილი არის და სხეულის დაზიანება მიღებული აქვთ მხოლოდ და მხოლოდ გაშველების შედეგად. არც ერთი ჭრილობა შემავალი არ არის.არც ერთს არ აქვს. უბრალოდ დასერილი აქვს.
ჩვენ გვექნება ექსპერტიზის დასკვნა. ჩენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, გვინდა, რომ საქმეზე დადგინდეს აბსოლუტური ჭეშმარიტება" განაცხადა ადვოკატმა.
როგორც ზაზა მესხი "ნიუპოსტთან" აცხადებს, შს სამინისტროს და საზოგადოების ნაწილის განცხადებები სასამართლოს ზეწოლაა.
"ჩემი აზრით, სასამართლომ ერთადერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო დაზიანებები ნაკლებად მძიმეა, დაზიანებები გაშველების დროს, ხელის ქნევაზის შედეგადაა მიღებული. პირველი ინსტანციის მოსამართლემ გაუძლო ყოველგვარ ზეწოლას. ხოლო რაც შეეხება გასაჩივრებას და განცხადებაებს, მე მგონია, რომ ეს არის ზეწოლა. ჩვენ არასად არ გავქცეულვართ და ვაპირებთ გამოძიებასთან ვითანამშრომლოთ"- აღნიშნა ადვოკატმა.
თბილისში, კლუბ "ბასიანში" 13 იანვარს, დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე დაჭრეს.
როგორც ირკვევა, ბრალდებული, რომელიც სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა, რომელიც ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.
მასალის გამოყენების პირობები






