როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ბრალდებულიე მიერ ჩადენილი ქმედება 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს ქალაქ ხაშურში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა 2 არასრულწლოვანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთ-ერთი დაშავებული არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოდან დღეს გამოწერეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო მეორე არასრულწლოვანს ჩაუტარდა ოპერაცია, იგი გადაყვანილია პალატაში და ამჟამად იმყოფება ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ხაშურში დააკავეს.
გ.ც. აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით.
მასალის გამოყენების პირობები






