სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის მასალებს დღეს ადვოკატი აგეცნობა. ადვოკატი სუს-ში დღის მეორე ნახევარში მივა. მარიამ კუბლაშვილი თავადაც გეგმავს გამოძიებისთვის სხვადასხვა ჩანაწერებისა და ფოტო მასალის წარდგენას. გარდა ამისა, კუბლაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გამო, მისი ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
„მაინტერესებს უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მათ მიერ წარმოდგენილი ფოტო მასალა და არსებული საქმის მასალებში დართული და ჩემს მიერ მოპოვებული ფოტო მასალა, რომელიც იყო გადაღებული შემთხვევის დღიდან. ეჭვს ბადებს მრავალი მოქმედება, ეჭვს ბადებს ყველაფერი ფაქტობრივად," - აცხადებს კუბლაშვილი.
კუბლაშვილმა გუშინ საპატიმროში ასევე მოინახულა რუსლან ალდამოვი.
"მოვინახულე ბრალდებული რუსლან ალდამოვი, უფრო დეტალურად ვისაუბრეთ. რაც მთავარია ფოტო მასალები მქონდა უკვე, სადაც თავისუფლად იცნო ადამიანები, რომლებიც გაიცნო პანკისის ხეობაში,“ - განაცხადა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






