ჩატაევის საქმის მტკიცებულებების გასაჯაროების შემდეგ, პანკისელი იუსუფ ხანგოშვილი დაკითხვაზე დაიბარეს
სამართალი - 20:53, 15 Jan, 2018     4971
„შაბათის კურიერში“ ჩატაევის საქმის მტკიცებულებების გასაჯაროების შემდეგ, პანკისელი იუსუფ ხანგოშვილი დაკითხვაზე დაიბარეს. დღეს ცნობილი ხდება, რომ ახალგაზრდა, რომელიც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებულ პირებთან და თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად, ვაგზლის მოედანზე გადაადგილდებოდა, უხუცესთა საბჭოს წევრის ჯარაფ ხანგოშვილის შვილი, იუსუფ ხანგოშვილია. ხანგოშვილის სახეს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქმის მტკიცებულებების გასაჯაროების დროს დაფარა, დეტალები მხოლოდ „კურიერის“ მიერ ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ გაირკვა.

თბილისში იუსუფ ხანგოშვილი მამასთან ჯარიფ ხანგოშვილთან ერთად ჩამოვიდა. ერთ-ერთი გავლენიანი უხუცესი "კურიერს" სატელეფონო საუბარში უდასტურებს, რომ უსაფრთხოების სამსახური მისი შვილით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც "შაბათის კურიერში" იუსუფ ხანგოშვილის სახე აჩვენეს.

რატომ არ მოხდა იუსუფ ხანგოშვილის დაკითხვა მანამდე და რატომ მალავდა სუს-იმის სახეს, ამ კითხვებზე პასუხი არც საზოგადოებას ამ დრომდე არ მიუღიათ. ამ კითხვებზე პასუხი არ აქვთ არც იუსუფ ხანგოშვილთან ერთად ვიდეოკადრებში მყოფ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს. გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა ამბობს, რომ ვაგზლის მოედანზე მობილურის შესაძენად თემირლანი სწორედ იუსუფ ხანგოშვილმა წაიყვანა და სწორედ ამ დროს მოხდა მაჩალიკაშვილის და ჩატაევის დაჯგუფების წევრების კომუნიკაცია.
"კურიერის" ინფორმაციით, დღეს იუსუფ ხანგოშვილთან ერთად უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე კიდევ ორი პანკისელი ახლგაზრდა დაიბარეს. ჯიბრაელქუშანაშვილი და შოაიფ მარგოშვილი, რომელიც დაკავებული ხიზრი მარგოშვილის შვილია. ქუშანაშვილის დედა "კურიერთან" ამბობს, რომ მის შვილს ტერორისტებთან კავშირი არ ჰქონია, თუმცა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულებს იცნობდა და ისინი ხეობაში სტუმრობის დროს გაიცნო.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42