მოძრაობა „ერთიანი ჯავახკის“ ლიდერს ვაჰაგან ჩახალინს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი უთხრა.
ჩახალინმა, ოჯახის წევრებთან ერთად ევროსასამართლოს მიმართა განცხადებით, რომლის მიხედვიტაც საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ჩახალინის დევნა მისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის აღკვეთას ისახავს მიზნად. განცხადებაში ნათქვამია, რომ ცახალინის საქმიანობა საქართველოში სომხური უმცირესობის უფლებების დაცვაზე იყო ორიენტირებული.
2008 წელს ჩახალინის წინააღმდეგ 10 ბრალდება წამოაყენეს, აქედან 6 ბრალზე მას პატიმრობა შეეფარდა.
ვაჰაგან ჩახალიანი პატიმრობაში 2008 წლის 21 ივლისში მოხვდა, 2013 წლის 21 დეკემბერს კი საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო, რომლის საფუძველზეც იგი 24 იანვარს ციხიდან გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები






