პოლიციის თანამშრომლებს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედებათ.
ცნობისთვის, 18 წლის ახალგაზრდა აცხადებს, რომ რუსთავის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მას ფიზიკურად 12 ნოემბერს გაუსწორდნენ. რომა ღონღაძე მაშინ ამტკიცებდა, რომ 11 ნოემბერს სადარბაზოსთან ცემის შემდეგ მთვრალი სამართალდამაცველები მის დაკავებას ცდილობდნენ, რა დროსაც გაიქცა.
პროკურატურა ბესიკ ბეგიაშვილისა და ირაკლი დარჩიაშვილისთვის პატიმრობას ითხოვს. საგამოძიებო ორგანოში აღნიშნავენ, რომ ნაკლებადმძიმე სასჯელის შემთხვევაში არსებობს ალბათობა, რომ ბრალდებულებმა მოწმეებზე და დაზარალებულზე ზეწოლა განახორციელეს.
ბრალდებიის მხარე ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ძმას ზეწოლის მცდელობა უკვე ჰქონდა.
შოთაძის უწყებაში ამბობენ, რომ დაზარალებული მეგობრებთან ერთად ქ. რუსთავში მაიაკოვსკის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მათთან მივიდნენ შსს თანამშრომელები და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ახალგაზრდებმა განმარტება მოითხოვეს, რასაც პოლიციელების მხრიდან მოჰყვა გაღიზიანება, რა დროსაც მათ ამ უკანასკნელს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოსთხოვეს პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. შეშინებული რ.ღ. გაიქცა, რომელსაც პოლიციელები დაედევნენ, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელმა ბ.ბ.-მ მოახდინა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გასროლა, შემდეგ კი მათ წაქცეულ რ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ყოფილი მაღალჩინოსნები ირწუნებიან, რომ ბიჭი არ უცემიათ.
„როგორც მოქმედი პოლიციელები ისე დაგვაკავეს. ჩვენ არც გამოძიებას დავმალულვართ. როცა გვირეკავდნენ იმწუთში მივდიოდით. რატომ თვლით, რომ მას შემნდეგ რაც უფლება-მოსილება შეგვიჩერდა ჩვენი მხრიდან საფრთხეა?! თუ დადგინდა რომ დამნაშავეები ვართ ჩვენ პასუხს ვაგებთ, თუმცა დამნაშავეები არ ვართ, რადგან არ გვიცემია. 10 წუთის განმავლობაში წიხლებით ვცემეთ ადამიანი და არაფერი ეტყობა“- ამბობს ერთ-ერთი დაკავებული.
მისმა მეწყვილემ კი დღეს აღიარა, რომ 18 წლის ახალგაზრდის მიმართულებით გაისროლა.
„საფუძველი ის გვქონდა, რომ თავს გვესხმოდა“- ამბობს ყოფილი პოლიციელი.
დაზარალებულის დედა ინგა მახათაძე, მოძალადე პოლიციელების დასჯას ითხოვს.
„ღირსები არიან, უნდა მოიხადონ სასჯელი. უდანაშალო ადამიანებს ამწარებენ და ახზალგაზრდებს აუბედურებენ“- თქვა დაზარალებულის დამ.
დაზარალებული ღონღაძის თქმით, გაქცევის შემდეგ პოლიციელებმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. აღსანიშნავია, რომ 9 მაისის ქუჩაზე ადგილობრივებმა ცეცხლსასროლი იარაღის მასრებიც იპოვეს.
კანონმდებლობის მიხედვით, სამართალდამცველს სროლის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს თუ მის ან სხვა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჩაიდინა თუ არა რომა ღონღაძემ ამ ჩამონათვალიდან რომელიმე დანაშაული ამაზე ბრალდებულები კონკრეტული მაგალითებით ვერ საუბრობენ.
მასალის გამოყენების პირობები






