შეიძლებოდა თუ არა მაჩალიკაშვილის გადარჩენა - „დროის ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს“
სამართალი - 09:42, 11 Jan, 2018     2580
პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციისას მოკლულ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს დუისში დღეს დაკრძალავენ.

ოჯახი მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ ტრანსპორტირებას ელოდებოდა, თუმცა ახალგაზრდას გული 4 ჯერ გაუჩერდა და გუშინ, გამთენიისას გარდაიცვალა.

მაჩალიკაშვილის მშობლები სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებასა და გამოძიების არასწორ მიმდინარეობაზე საუბრობენ. მეტიც, ლიკვიდირებულის დედა დარწუნებულია, რომ მისი შვილი „აპარატიდან გამორთეს“.

ოჯახი საკუთარი სიმართლის დამტკიცებას საქართველოს საზღვრებს გარეთ შეეცდება. მათი თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილს კრიმინალთან და იარაღთან კავშირი არ ჰქონია და ამის მტკიცებულება არც შესაბამის ორგანოებს აქვთ. მშობლები მის ჩატაევთან კავშირსაც აბსურდად მიიჩნევენ.

სწორედ სტრასბურგში დავის დაწყების გამო დათანხმდნან მაჩალიკაშვილის მშობლები ექსპერტიზას, რომელიც ცხედარს გუშინ ჩაუტარდა.

დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრისთვის ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, თქვა, რომ ექსპერტიზის დასკვნის ვადები საკმაოდ ხანგრძლივი იქნება.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ მაჩალიკაშვილის საქმეში მასთან ერთად ბალისტიკური ექსპერტი აუცილებლად უნდა ჩაერთოს.

მისი თქმით, გამოძიებას მათთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინფორმაცია არ მიუწოდებია. კერძოდ, ბრალდების მხარეს ექსპერტისთვის ამ დრომდე არ უჩვენებია ადგილი, სადაც ტყვიამ თემირლან მაჩალიკაშვილის საწოლი ოთახის კედელზე მოძრაობა დაასრულა.

ნიკოლეიშვილის განმარტებით, ამ წერტილის გადმოცემით დადგინდება მსროლელის მდგომარეობა და განისაზღვრება სროლის ტრაექტორია.

“საწოლში მყოფზე რომ მოხდა ამ დაზიანების მიყენება ეს ფაქტია. მაჩალიკაშვილის პოზა ჩვენ ვიცით, მაგრამ მსროლელის პოზის აღსადგენად იქნება ეს ტრაექტორია საჭირო. გამოძიებამ უნდა მოგცეს ის ინფორმაცია, სად იყო ბოლო წერტილი. მარტო ჩემი სამედიცინო ექსპერტის კომპენეტცია ბოლომდე არ იქნება. აქ ბალისტის და სამედიცინო ექსპერტის მონაწილეობა ერთდროულად აუცილებელი იქნება,“-აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.

ექსპერტი თემირლან მაჩალიკაშვილის სხეულში აღმოჩენილ უცხო სხეულის შესახებ საუბრობს.

მილიმეტრნახევრიანი უცხო სხეული გამოკვლევებისთვის უკვე გადაიგზავნა.

"გამოკვლევა ჩატარდა რაც შეიძლება საფუძვლიანად. საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ერთ-ერთ რენტგენოკონტრასტული უცხო სხეულის ძებნას, მაგრამ ამოვიღეთ და დამატებითი ლაბორატორიული გამოკვლევისთვის გაიგზავნება. ეს არის უცხო სხეული, ასე წერია კომპიუტერულ ტომოგრაფიებზეც. არის მოყავისფრო და ძალიან მცირე ზომის, მაგრამ ეს არის მეტალი თუ სხვა რამ, უფრო ლაბორატორიაში უნდა გამოიკვლიონ", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

საქმეში ოჯახის თხოვნით ჩართული ექსპერტი ამბობს, რომ ექსპერტიზის მიმდინარეობის ფოტოგადაღება პირადად უზრუბველყო.

ნიკოეიშვილს ამ ეტაპზე უჭირს საუბარი დაგვიანდა თუ არა მაჩალიკაშვილისთვის დროული ქირურგიული დახმარების აღმოჩენა.

„დროის ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს“ - ამბობს ექსპერტი, თუმცა ნიკოლეიშვილი იქვე აღნიშნავს რომ არ იზიარებს მოსაზრებას, რომ შეგნებულად დაგვიანდა მაჩალიკაშვილისთვის პირველადი ქირურგიული ჩარევა.

„დროული ქირურგიული დახმარება გადარჩენის შანსს ყოველთვის ზრდის. რამდენად გაიზრდებოდა ეს შანსი, ამას ვერ გეტყვით, რადგან ჩვენ ვნახეთ ორი კვირის შემდგომი დაზიანება, რომელიც საკმაოდ სახეშეცვლილია, გაფართოებულია და ა.შ...“- დასძინა მაია ნიკოლეიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42