ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი ამბავი ბევრ გაურკვეველ ფაქტს შეიცავს, როგორც ადგილობრივი მედია წერს ლეილა კობალაძემ 30 დეკემბრიდან 3 იანვრამდე სასწრაფო დახმარება არაერთხელ გამოიძახა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ექიმები მას საავადმყოფოში დაწოლა ურჩევდნენ, ჰოსპიტალიზაციას არ თანხმდებოდა. სასწრაფო დახმარების მორიგი გამოძახების დროს, ადგილზე მისულ ექიმებს კობალაძემ განუცხადა, რომ მისმა მეუღლემ მისი არასრულწლოვანი შვილი სცემა. ბავშვის შემოწმების შემდეგ ექიმებმა საჭიროდ ჩათვალეს მისი საავადმყოფოში გადაყვანა. სასწრაფო დახმარება კობალაძესთან 2-3 იანვარსაც მივიდა, პირველ ჯერზე ექიმებს ის თავად დაუკავშირდა, პაციენტს სიცხე ჰქონდა და სასწრაფოს ექიმებმა მას სიცხის დამწევი საშუალებები მისცეს. მეორედ სასწრაფოს უკვე ლეილას ერთ-ერთი შვილი დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ დედა თავს ცუდად გრძნობდა და სასწრაფოს ადგილზე სწრაფად მისვლა სთხოვა. კობალაძესთან მისასვლელად სასწრაფოს 15 წუთი დასჭირდა და ექიმებს ახალგაზრდა ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
ცხინვალის ე.წ პროკურატურის გამომძიებლის თქმით, ლეილა კობალაძის სიკვდილში მისი ქმრის ბრალი გამორიცხულია, რადგან იმ პერიოდისთვის რობერტ კისიევი რეგიონის საზღვრებს მიღმა ვლადიკავკაზში იმყოფებოდა.
წინასწარი მონაცემებით ლეილა კობალაძის სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.
ლეილა კობალაძის 3 შვილზე მზრუნველობა მათმა მამამ და ბებიამ აიღეს, წელწადნახევრის გოგონა , კი რომლის მამაც რობერტ კისიევია, ჯერჯერობით რობერტ კისიევის დედასთან იმყოფება, თუმცა იმის გამო რომ შესაძლოა მან ბავშვზე მზრუნველობა ვერ მოახერხოს, სავარაუდოდ ახალგორის ბავშვთა სახლში გადაიყვანენ.
მასალის გამოყენების პირობები






