ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა - პროკურატურა დაცვის მხარეს პასუხობს. ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ. დღესვე სასამართლო ბრალდებულებისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებასაც გადასინჯავს.
საქმის პროკურორმა სხდომის დაწყებმადე ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა და დაცბის მხარეს უპასუხა:
„ზოგადად კომენტარს გავაკეთებ. საქმის მასალების მიხედვით, ვისზეც არის დაზიანებები მიყენებული, ყველა პირი არის იდენტიფიცირებული. ყველა პირს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და ამ კუთხითაც მიმდინარეობს გამოძიება. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეზე არაობიექტურად ჩატარდა გამოძიება და არ არის სრულყოფილად ჩატარებული გამოძიება, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად,“ - განაცხადა პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ადვოკატმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინციდენტისას კიდევ ერთი პირი დაიჭრა და ბრალდებულის სკამზე მხოლოდ ორი პირი არ უნდა იჯდეს.
მასალის გამოყენების პირობები






