"ჯერ მოკლა, შემდეგ კი მტკვარში გადააგდო" - შსს-მ 19 წლის ბიჭის მკვლელობისთვის 6 პირი დააკავა
სამართალი - 14:02, 09 Jan, 2018     8957
თბილისში მომხდარი სასტიკი მკვლელობა გახსნილია. შინაგან სამეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

ამასთან, დაკავებულია 5 პირი, რომლებიც შს მინისტრის მოადგილის თქმით, 29 დეკემბერს მომხდარი მკვლელობას თვითმხილველები არიან, თუმცა დანაშაულის შესახებ ინფორმაცია დამალეს და გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობა უმოკლეს ვადაში გახსნა. დანაშაულის გახსნა მოხერხდა იმის მიუხედავად, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაციის მქონე პირებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი - 1991 წელს დაბადებული ნ.ქ., ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით - 5 პირი: 1983 წელს დაბადებული ი.შ., 1987 წელს დაბადებული ნ.მ., 1991 წელს დაბადებული ზ.ლ.,1983 წელს დაბადებული რ.ხ. და 1990 წელს დაბადებული გ.ი.

დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გათვალისწინებულია 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

2017 წლის 29 დეკემბერს 1998 წელს დაბადებული დ.ტ.-ს გაუჩინარების შესახებ მისმა ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა).

პარალელურად, პოლიცია გაუჩინარებული პირის ძებნის ინტენსიურ ღონისძიებებს ახორციელებდა. სამართალდამცველებმა დ.ტ.-ს ცხედარი მიმდინარე წლის 8 იანვარს თბილისში, მდინარე მტკვარში აღმოჩინეს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების დახმარებით წყლიდან ამოიტანეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს 1991 წელს დაბადებულმა პირმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გადაჭრილი თოფისა და ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თავის ნაცნობს - 1998 წელს დაბადებულ პირს და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდო.

ფაქტის შემსწრე 5 პირი, რომლებმაც არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის უკვე დაკავებულია, თუმცა, ბრალდებულ პირთა წრე შესაძლოა გაიზარდოს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - გადაჭრილი თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 376-ე მუხლით)"- განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42