მკვლელობა ხორავაზე - ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება
სამართალი - 09:51, 09 Jan, 2018     2335
თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა დღეს 15:00 საათზეა დაიწყება.

სხდომა დახურული იქნება, სასამართლოზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ,

დღესვე სასამართლო ბრალდებულებისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებასაც გადასინჯავს. დაცვის მხარე არასრულწლოვნების მიმართ გამოყენებული პატიმრობის, არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლის შუამდგომლობას დაყენებას და გირაოს შეთავაზებას აპირებს.

„მიგვაჩნია, რომ გამოძიება არ არის სრულყოფილად ჩატარებული, ბევრი უმნიშვნელოვანესი დეტალი არის გაურკვეველი, საზოგადოებას აწუხებს ბევრი ისეთი შეკითხვა, რომელზეც ბრალდების მხარე პასუხს ვერ სცემს." - განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ

მეორე არასრულწლოვნის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დრომდე დუმილის უფლებას იტოვებს. დაცვის მხარე სხდომაზე მოითხოვს, ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავო გახდეს.

„მტკიცებულებებს წარვადგენთ. ბრალდების მხარეც და დაცვის მხარეც. შემდეგ ვიმსჯელეთ დასაშვებობაზე, სადავოობაზე. ამის შემდეგ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხის განხილვა იქნება. ბოლოს უკვე საქმის არსებითი განხილვისთვის გადაცემაზე ვიმსჯელებთ. ეს არის ძაან დიდი საქმე და დიდი დრო დასჭირდებათ მხარეებს პოზიციების ჩამოსაყალიბებლად. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ისევ დუმილის უფლებას იტოვებს. სავარაუდოდ ბოლომდე ასე იქნება. სადავოდ გავხდი ბრალდების მტკიცებულებებს“, – აცხადებს ვახტანგ აბესაძე.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაშია მიცემულ შვიდი პირი. მათგან ორ არასრულწლოვანს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, დანარჩენებს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42