როკმუსიკის „ქამელეონად“ წოდებულ ბრიტანელი არტისტს - მომღერალს, სიმღერების ავტორსა და მსახიობს, დევიდ ბოუის დღეს 72 წელი შეუსრულდებოდა.
დევიდ რობერტ ჯოუნსი ცნობილი, როგორც დევიდ ბოუი 1947 წლის 8 იანვარს დაიბადა.
პოპულარულ მუსიკაში იგი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ხუთ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, აღიარებული იქნა რა კრიტიკოსების და სხვა მუსიკოსების მიერ ნოვატორული შემოქმედებისთვის. მის კარიერაში იყო მრავალი გარდაქმნა თუ ვიზუალური წარდგენა, სიმღერებმა და სასცენო გაფორმებამ კი მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს პოპულარულ მუსიკაზე. ცხოვრების პერიოდში გაყიდული ჩანაწერების რაოდენობით (140 მილიონამდე) ბოუი იქცა ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად შემსრულებლად. ბრიტანეთში მის ალბომებს ცხრა გზის პლატინის სერტიფიცირება მიენიჭათ, ისევე, როგორც ცხრა ოქრო და რვა ვერცხლი. მის მიერ გამოცემულ ალბომებს შორის ბრიტანეთის ჩარტების სათავეებში 11 მოხვდა. აშშ-ში ბოუის ჩანაწერების სერტიფიცირების სახით მიღებული აქვს ხუთი პლატინა და შვიდი ვერცხლი. 1996 წელს მუსიკოსი შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში
1970 წლის 19 მარტს ბრომლიში (ლონდონი) ბოუიმ იქორწინა ანჯელა ბარნეტთან. მათი შვილი, დანკან ჯოუნსი, დაიბადა 1971 წლის 30 მაისს. წყვილი 1980 წელს განქორწინდა.
1992 წლის 24 აპრილს ბოუიმ ვიწრო წრეში ლოზანაში იქორწინა სომალელ სუპერმოდელ იმანთან. 6 ივნისს საზეიმოდ ეს ქორწინება აღინიშნა ფლორენციაში. წყვილს ქალიშვილი, ალექსანდრია „ლექსი“ ზარა ჯოუნსი ეყოლა. ბოუისა და იმანის სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა, დევიდი ღიად საუბრობდა იმანისადმი გრძნობებზე, მას მისი ცხოვრების სიყვარულს უწოდებდა.
2017 წლის 10 იანვარს, დევიდ ბოუი169 წლის ასაკში სიმსივნესთან 18 თვიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე კი, საკუთარ დაბადების დღეზე ბოლო ალბომი გამოსცა.
გარდაცვალების შემდეგ კი Brit Awards-ის დაჯილდოების ტროიმფატორი გახდა. ის „საუკეთესო მამაკაცი შემსულებლად“ აღიარეს, ასევე მისი ალბომმა Blackstar , წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა.
მასალის გამოყენების პირობები






